კარგად დაიმახსოვრეთ ამ ზეთების სახელები. ისინი აფერხებს დაბერებას!
ადამიანის დაბერებასტა ერთად, მის კანში არსებული კოლაგენიც იწყებს დაშლას. სწორედ ეს განაპირობებს კანის ელასტიურობის დაკარგვას. ამის შედეგად ჩნდება ნაოჭები და დაბერების სხვა ნიშნები კანზე.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა პროდუქტების ფართო სპექტრი, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ თქვენს კანზე არსებული ნაოჭების რაოდენობის შესამცირებლად, რეკომენდებულია ამ პრობლემების სამკურნალოდ აირჩიოთ ეთერზეთები.
ეთერზეთები არის ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც მიიღება მსოფლიოს სხვადასხვა მცენარისგან. ზეთები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზეთებს ანიჭებთ უპირატესობას და რომელი სარგებელი გსურთ გამოიყენოთ თქვენს კანზე.
აქ კი წარმოგიდგინეთ ის ეთერეთები, რომლებიც ხელს უწყობს ნაოჭების შემცირბას. მოდით ერთად გადავხედოთ მათ.
- ვიტამინი E ზეთი
ვიტამინი E ზეთი გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტით, რის გამოც ის კანის მოვლის მრავალ პროდუქტში შედის. ეს ზეთი მკვეთრად ამცირებს დაბერების პროცესს. ბევრი ადამიანი იყენებს E ვიტამინს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სტანდარტული ჯანმრთელობის სარგებელთან ერთად, E ვიტამინის ზეთს შეუძლია გააძლიეროს თქვენი კანის მდგომარეობა და გარეგნობა ადგილობრივი გამოყენებისას.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ზეთს შეუძლია გააძლიეროს ეთერზეთების ეფექტი. ნუშის ზეთი, გარგარის ზეთი და ყურძნის ზეთი არის სამი დამატებითი ზეთი, რომლებიც მოქმედებით მსგავსია E ვიტამინის ზეთით.
2.ყურძნის თესლის ზეთი
ყურძნის თესლის ზეთს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ეხმარება თავისუფალ რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც აზიანებს კანს. ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც ანელებს კანის დაბერების პროცესს.
3. სალბის ზეთი
სალბის ზეთი ეფექტურია თხელი გამოხატული ხაზების მოსაშორებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება დამატენიანებელთან ერთად. მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ხელს უწყობს ფორების გამკაცრებას და კანს ამკვრივებს.
4.გერანიუმის ზეთი
გერანიუმის ზეთის გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ეს ხელს უწყობს სისხლის მიკროცირკულაციის გაზრდას, კანის ელასტიურობას და მასში ტენის შენარჩუნებას. ამ ზეთის რამდენიმე წვეთი შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს საყვარელ დამატენიანებელს.