ამ ორი ნივთიერების ნაზავი ძალიან სწრაფად ათეთრებს ასაკობრივ ლაქებს... სანდო რეცეპტი!

კანის დაცვის მცდელობისას ორგანიზმი ააქტიურებს მელანინის გამომუშავებას უჯრედებში, რომელიც იცავს დერმატს დაზიანებისგან.

თუ ადრე ითვლებოდა, რომ ასაკობრივი ლაქების გაჩენაზე მხოლოდ მზე იყო პასუხისმგებელი, ბოლო სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ბანალური ჭრილობა, ტრავმა, ზოგიერთი კოსმეტიკური პროცედურა და ჰორმონალური დონის ცვლილება შეიძლება გახდეს პიგმენტაციის მიზეზი.

მზის სხივების ზემოქმედებამ, ჰორმონალურმა ცვლილებებმა და დაბერებამ შეიძლება გამოიწვიოს ასაკობრივი ლაქები მკლავებზე, ზურგზე, დეკოლტესა და სახეზე.

პიგმენტაცია ასევე შეიძლება მოხდეს ვიტამინის დეფიციტის, გენეტიკური მიდრეკილების ან ღვიძლის პრობლემების გამო.

როგორც წესი, ასაკობრივი ლაქები ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს (მცირე ხალების მსგავსად), მაგრამ არამიმზიდველად გამოიყურება.

ცნობილია კანის გამათეთრებელი ეფექტური საშუალება, რომლის დამზადებაც მარტივად შეიძლება სახლში.

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში?

ამ საშუალების მოსამზადებლად თქვენ გჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ორი ინგრედიენტი. ესენია:

  • ერთი თავი წითელი ხახვი და
  • ნახევარი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი

მომზადება და გამოყენება:

ხახვი გაფრცქვენით, გარეცხეთ და შემდეგ წვრილად დაჭერით. დაჭრილი ხახვი მოათავსეთ ბლენდერის თასში და დაასხით ზემოდან ვაშლის ძმარი. დააბლენდერეთ კარგად. მომზადებულ პროდუქტში დაასველეთ ბამბის დისკი და გაიწმინდეთ ასაკობრივი ლაქები. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად, 2-4 კვირის შემდეგ კანი შეიძენს ერთგვაროვან ფერს.

ნებისმიერი გამათეთრებელი კოსმეტიკური პროცედურის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რათა გამოირიცხოს მელანომის არსებობა.

ასევე სასარგებლო იქნება მიღებული საშუალების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ჩატარება.

და მაინც გახსოვდეთ, რომ ასაკობრივი ლაქების გაჩენის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით მათი გაუფერულება.

თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის კრემს უნდა ჰქონდეს მინიმუმ მზისგან დამცავი ფაქტორი.

ხოლო თუ სანაპიროზე მიდიხართ, არ დაივიწყოთ სპეციალური დამცავი საშუალებების წაღება (მზის ქუდი, სათვალე).

ეს რეცეპტი შესაძლოა გამოადგეს თქვენს მეგობრებსაც, გაუზიარეთ მათ!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია