მხოლოდ ამ ნიღაბმა მომაშორა გაფართოებული ფორები სახეზე! ბუნებრივი ინგრედიენტების საოცარი ძალა...
კომბინირებული და ცხიმიანი კანის მქონე ბევრი გოგონა ხშირად აწყდება გაფართოებული ფორების პრობლემას. ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი შენიღბვა ტონალური საშუალებებით: კრემი უბრალოდ ილექება ფართო ფორებში.
ხშირად, გაფართოებული ფორები ცუდი ეკოლოგიის, არასწორი კვების ან დაბალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შედეგია. უნდა გვესმოდეს, რომ ფართო ფორების სრულფასოვნად ამოვსება და გაქრობა არც ისე ადვილი საქმეა. მაგრამ მათი შევიწროება და კანის მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდა უფრო რეალურია.
თეთრი თიხის ნიღბები ფორების გასუფთავებასა და შევიწროვებაში დაგეხმარებათ. კურსის დაწყებამდე კარგად უნდა გაიწმინდოთ კანი: ჩაკეტილი ფორების შევიწროებას აზრი არ აქვს! ასევე რეგულარულად გაიკეთეთ სახის ნაზი პილინგი და არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ სახე ცხელი წყლით. გაწმენდის პროცედურების შემდეგ არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი ლოსიონის გამოყენება.
როგორ გავწმინდოთ პორები სახლში? როგორ შევამციროთ პორები სახეზე?
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ
- ორი ჩაის კოვზი თეთრი თიხა
- წყალი
- ერთი ჩაის კოვზი ალოე ვერას წვენი
როგორ უნდა მოვამზადოთ?
აიღეთ პატაა თასი ან კონტეინერი და მასში მოათავსეთ თეთრი თიხა და ალოე ვერას წვენი. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ წყალი და მიღებული მასა არაჟნის კონსისტენციამდე მიიყვანეთ. წაისვით თიხის ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ნარევი ადუღებული - გაგრილებული წყლით ან გვირილის ნახარშით.
ასევე, ეს ნიღაბი იქნება ნამდვილი საჩუქარი მათთვის, ვისაც სურს მოიშოროს ასაკობრივი ლაქები ან ჭორფლები.
თეთრი თიხა სასწაულებს ახდენს, კანს რამდენიმე ტონით აღიავებს.
თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს ჩვენი სტატია.