აი როგორ უნდა გამოვიყენოთ ფერმენტირებული ბრინჯის წყალი გრძელი, ჯანსაღი თმის მისაღებად!!..

ბრინჯის წყალი დიდი ხანია გამოიყენება აზიაში სუფთა კანისთვის და გრძელი, მბზინავი თმის ზრდისთვის.

ეს მარცვლეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებით და E ვიტამინით. ბრინჯის წყალში შემავალი ეს საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწიბურების შეხორცებას და ამცირებს ნაოჭებს და ანთებას.

ბრინჯი ასევე შეიცავს რკინას, თუთიას და B კომპლექსის ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია თმის ზრდისთვის.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის წყალი?

ამისათვის თქვენ გჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა დაუმუშავებელი ბრინჯი (ყავისფერი ბრინჯი ყველაზე კარგი ვარიანტია)
  • 2 ჭიქა წყალი
  • ეთერზეთი (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:

გარეცხეთ ბრინჯი გამდინარე წყალში ჭუჭყისა და მინარევების მოსაშორებლად. ამის შემდეგ ბრინჯი მოათავსეთ თასში და დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ მარცვლეული სულ დაიფაროს წყლით. გააჩერეთ ბრინჯი ამ მდგომარეობაში 10-15 წუთის განმავლობაში. მსუბუქად აურიეთ სანამ წყალი არ გათეთრდება. ეს ხელს შეუწყობს ვიტამინებისა და მინერალების წყალში გამოსვლას. ბრინჯის წყალი გადაწურეთ სუფთა თასში, შეინახეთ მარცვლეული. დააფარეთ თასს პლასტმასის თავსახური და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე. ამის შემდეგ მას მჟავე სუნი უნდა ჰქონდეს.

როგორც კი ეს გაკეთდება, ადუღეთ წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში დუღილის პროცესის შესაჩერებლად. შემდეგ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (როზმარინი ან ლავანდა). შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში და შედგით მაცივარში ერთ კვირამდე.

როგორ გამოვიყენოთ ბრინჯის წყალი?

კანისთვის:

თუ სახის გამწმენდ საშუალებათ გსურთ მისი გამოყენება, მაშინ დაასველეთ ბამბის ტამპონი ბრინჯის წყალში. ნაზად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად. ამის შემდეგ წაისვით ბუნებრივი დამატენიანებელი.

თმისთვის:

აიღეთ დიდი თასი და საზომი ჭიქა. შამპუნით დაბანის შემდეგ თავი დახარეთ თასისკენ და ნელა დაისხით ბრინჯის წყალი თმაზე. შეიზილეთ სკალპზე. ასევე შეგიძლიათ თმის ბოლოები ბრინჯის წყალში ჩაალბოთ. დარჩენილი ბრინჯის წყალი გადაიტანეთ თასში და შეინახეთ მაცივარში შემდგომი გამოყენებისთვის. შეიხვიეთ თმა შხაპის ქუდით და გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია