ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, რომელიც ერთ კვირაში არბილებს ყველაზე უხეშ კანს
ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს შესანიშნავი, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, რომელიც ადვილად მზადდება სახლის პირობებში, ერთ კვირაში გაასწორებს ყველაზე ცუდ კანსაც კი!
მის მოამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- ნახევარი ახალი კვერცხის გული
- ორი ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეიძლება შეიცვალოს ზეითუნის ზეთით),
- ერთ ჩაის კოვზი ზღვის მარილი
- ორი ჩაის კოვზი გვირილის ნახარში (ერთი სუფრის კოვზი მშრალი ბალახი ორასი მლ წყალზე, ადუღეთ თხუთმეტი ან ოცი წუთის განმავლობაში),
- ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი,
- ორი ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქში).
როგორ უნდა მოამზადოთ ეს ფასდაუდებელი საშუალება?
აიღეთ საშუალო ზომის თასი, სადაც შეძლებთ ამ კემის მომზადებას. თანდათანობით მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ამ თასში. შემდეგ საფუძვლიანად აურიეთ ხის კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული კრემი უნდა შეინახოთ მაცივარში.
როგორ უნდა გამოვიყენოთ?
ეს კრემი წაისვით კანზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი. დროის გასვლის შემდეგ ნარჩენი მოიცილეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
ვინც პატივს სცემს თავის სახის კანს, კრემი ნამდვილად უნდა მოეწონოს!
შენიშვნა: შთანთქმას დიდი დრო სჭირდება, ერთ საათზე მეტი, ამიტომ მათი გამოყენება საჭიროა ძილის წინ 2 საათით ადრე.
ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან ტრადიციული მედიცინის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის!