საშინლად მშრალი კანი მქონდა, დეიდაჩემმა მასწავლა თავისი ახალგაზრდობის ხრიკი აბუსალათინის ზეთის გამოყენებით. მას შემდეგ ჩემი კანი ძალიან ნაზი და დატენიანებულია..

ჯერ კიდევ შარშანამ დრომდე საშინლად გამომშრალი სახის კანი მქონდა. თითქმის ყველა დამატენიანებელი კრემი მაქვს გამოყენებული, მაგრამ არაფერმა სასურველი  შედეგი არ მომცა. ამ ზაფხულს დასასვენებლად წავედი დეიდასთან, მან შენიშნა ჩემი კანის მდგომარეობა და გამიზიარა თავისი ახალგაზრდობის ხრიკი, რომლის დახმარებითაც იტენიანებდა გამომშრალ კანს. მეც რა თქმა უნდა ვცადე და შედეგით აღვფრთოვანდი. მინდა რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

ამისათვის შეურიეთ ერთმანეთს 3/4 ჭიქა შის კარაქი, 4 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 5-დან 10 წვეთი ლავანდის, რომაული გვირილის ან სტაფილოს თესლის ზეთი. ზეთები კარგად აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად. დაწაისვით გამომშრალ სახეზე დღეშ ორჯერ.

გარდა ამისა აბუსალათინის ზეთით შეგიძლიათ სახის გაწმენდაც. აბუსალათინის ზეთს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, რაც ხელს უწყობს აკნეს თავიდან აცილებას. გარდა ამისა, ის არ ხურავს ფორებს და არ წარმოქმნის შავ წერტილებს.

  • ცხიმიანი კანისთვის შეურიეთ 1 წილი აბუსალათინის ზეთი 3 წილი ზამბახის ან საღამოს პრაიმერის ზეთს.
  • კომბინირებული კანისთვის შეურიეთ 1 წილი აბუსალათინის ზეთი 4 წილი არგანის ზეთთან.
  • მშრალი კანისთვის შეურიეთ 1 წილი აბუსალათინის ზეთი და 10 წილი კამელიას ზეთი.

ეს სქელი ზეთი შეიცავს რიცინოლეინის მჟავას, რომელიც აფერხებს აკნეს და ხელს უწყობს არსებულის განკურნებას. გააკეთეთ აბუსალათინის ზეთის ნიღაბი, ამისათვის ერთმანეთს შეურიეთ 2 წვეთი აბუსალათინის ზეთი, 2 წვეთი ნუშის ზეთი და 1 წვეთი ქაფურის ზეთი. წაისვით სახეზე ღამით ძილის წინ და დაიძინეთ. ჩამოიბანეთ დილით მაკიაჟის გამოყენებამდე.

აი კიდევ რის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი..

  • ზოგი თვლის, რომ აბუსალათინის ზეთი თმას უფრო სწრაფად ზრდის და ასევე ეხმარება ხარისხის გაჯანსაღებაში. მოამზადეთ თმის ნიღაბი 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთით, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთით და 1/2 ლიმონის წვენით. შეიზილეთ თმაზე და გაიჩერეთ 30 წუთით დაბანამდე. შემდეგ თმა ჩამოიბანეთ ჩვეულებისამებრ.
  • სოკოს მკურნალობა. იმის გამო, რომ აბუსალათინის ზეთს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, მას შეუძლია დაეხმაროს სოკოს მკურნალობას. ამისათვის გაათბეთ აბუსალათინის ზეთი და წაისვით დაზიანებულ ადგილზე ძილის წინ. წაისვით ყოველ საღამოს ერთი კვირის განმავლობაში ან სანამ სოკო არ გაქრება.
  • სახსრების ტკივილი. აბუსალათინის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს სახსრების ტკივილის შემცირებას. აბუსალათინის ზეთი პირდაპირ მტკივნეულ სახსრებზე შეიზილეთ და შემდეგ გამოიყენეთ ცხელი კომპრესი. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

აბუსალათინის ზეთს აქვს შესანიშნავი სამკურნალო თვისებები. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია ზეთზე, ამიტომ შეამოწმეთ იგი კანის მცირე ნაწილზე სრულ გამოყენებამდე.

ვინ იცოდა, რომ ერთი მარტივი მცენარეული ზეთი შეიძლება იყოს ასეთი სასარგებლო? თქვენ უკვე იცით!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია