სიცოცხლის ელექსირი, რომელიც ძლიერ ტკივილებსაც კი ხსნის.
შვრია შესანიშნავი საკვებია. იგი შეიცავს ლაბისებრ ნივთიერებას და როგორც “ამომფენი” გამოიყენება გასტრიტის და კუჭის (თორმეტგოჯას) წყლულოვანი დაავადებების დროს. ხმარობენ დიაბეტის, ტუბერკულოზის დროსაც, იყენებენ მის ნახარშს როგორც რძის მომყვან საშუალებას მეძუძურ დედებში.
შეიცავს B, E და A ვიტამინებს, ფერმენტებს, ფოსფორს და კალციუმს, და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
შვრიასთან ერთად ხილის ან შოკოლადის მიღება საზიანო არ არის.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სოფლის მეურნეობისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში შვრიის ფაფის რეგულარული მიღება, არაჩვეულებრივი საშუალებაა ონკოლოგიური დაავაებების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ ასაკში.
შვრია – სიცოცხლის ელექსირი – ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი ააყენებს ფეხზე: ის წყვეტს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას და აღადგენს ძალას.
რეცეფტის მომზადება:
1. ჩაყარეთ 1 ს.კ. შვრია 2 ჭიქა წყალში და ადუღეთ 1 საათი დაბალ ცეცხლზე, თავდახურული.
აქვე გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო გამაჯანსაღებელ რეცეპტს:
1 ჭიქა შვრია დაუმატეთ 5 ჭიქა წყალს და მოხარშეთ ბოლომდე, ვიდრე სქელ მასად არ იქცევა.
გააგრილეთ და დაუმატეთ დაახლოებით 2 ჭიქა რძე და კვლავ წამოადუღეთ. მომზადებული სასიამოვნო სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ თბილი, დღეში სამჯერ.

















