როგორ მოვიშოროთ ქვები კბილებიდან და გავათეთროთ მინანქარი ბუნებრივი მეთოდებთ? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ 

მშვენიერი თეთრი ღიმილი და ძლიერი ჯანმრთელი კბილები ყველა ადამიანის ოცნებაა. მაგრამ ძალიან ხშირად გაუწონასწორებელი დიეტის, ცუდი ჩვევების, ნარკოტიკების მოხმარებისა და ასევე გენეტიკური მიდრეკილების გამო, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს. 

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ქვა და მინანქრის სიყვითლე. სხვათა შორის, სანამ კბილები ბოლომდე ამოვა, იქამდე მოყვითალო ელფერს იძენს. ეს არის ბაქტერიების დაგროვების ნიშანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი, ყელის ინფექციები და ა.შ.

არასასურველი ქვების  მოსაცილებლად სტომატოლოგები აკეთებენ კბილების ძირფესვულ წმენდას. მაგრამ ეს ყოველივე ცოტა არ იყოს და მტკივნეულია და თან გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

ჩვენდა საბედნიეროდ ბუნებაში არსებობს უამრავი საშუალება, რომლებიც დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. მოდით ვცადოთ მათგან ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურ და ეკონომიურ მეთოდათ ითვლება!

ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები.

  • მარილი - 0,5 ჩაის კოვზი;
  • სოდა - 1 ჩაის კოვზი;
  • წყალბადის ზეჟანგი;
  • წყალი;

როგორ უნდა მოვამზადოთ?

აურიეთ ერთმანეთში სოდა და მარილი. დაასველეთ კბილის ჯაგრისი წყალში, შემდეგ ჩააწეთ იგი მომზადებულ ფხვნილში და გაიხეხეთ კბილები ხუთი წუთის განმავლობაში ჩვეულებრივი მეთოდით.

აურიეთ ერთმანეთში წყალბადის ზეჟანგი და წყალი თანაბარი პროპორციით, მიღებული ნარევი გამოივლეთ პირში ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი პირი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

და ბოლოს, გაიხეხეთ კბილები კბილის ჯაგრისით და კბილის ძაფით და ჩამოიბანეთ პირის ღრუს სარეცხი საშუალებით. კვლავ ჩამოიბანეთ პირი ჩვეულებრივი წყლით.

ნუ დაივიწყებთ პროცედურის გამეორებას დაახლოებით სამ დღეში ერთხელ და ორი კვირის შემდეგ კბილები საგრძნობლად გაბრწყინდება და კბილის ქვები გაქრება!

შენიშვნა: ამ რეცეპტის შესახებ რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია