გაწუხებთ აკნე? მაშინ ეს სამი საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ

თუ ყველა საშუალება სცადეთ აკნეს მოსაცილებლად, მაგრამ ის მაინც თქვენთანაა და არ გაქრა, მაშინ დროა ეს საშუალებები მოსინჯოთ. ისინი ნამდვილად დაგეხმარებათ აკნესა და მუქი ლაქების მოცილებაში.

1. სოდისა და თაფლის კომბინაცია.

ნატრიუმის ბიკარბონატის თვისებების და თაფლის დამატენიანებელი თვისებების შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად მოვაცილოთ აკნე და შავი წერტილები. ორივე პროდუქტი ღრმად ასუფთავებს ფორებს და ხელს უწყობს pH აღდგენას, რომ შეაჩეროს ჭარბი ცხიმის წარმოება.

საჭირო ინგრედიენტები:

2 სუფრის კოვზი სოდა (20 გრ)
2 სუფრის კოვზი თაფლი (50 გრ)

შეურიეთ ინგრედიენტები კარგად, რომ მიიღოთ პასტის მსგავსი ნივთიერება. მიღებული მასა წაისვით მთელ სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ სასურველი შედეგის მისაღებად.

2. სოდა და ლიმონი.

ლიმონს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში გამოიყენება, როგორც გამწმენდი და გამაღიავებელი საშუალება. ბიკარბონატთან კომბინირებისას ის ხელს უწყობს კანის ტოქსინებისა და ცხიმის ნარჩენების საფუძვლიან გაწმენდას.

საჭირო ინგრედიენტები:

1 ს.კ სოდა
1 ს.კ ლიმონის წვენი

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ კარგად, შემდეგ შეიზილეთ სახის პრობლემურ ადგილებში თითების საშუალებით. გაიჩერთ 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაიკეთეთ ღამე რადგან არ არის სასურველი ამ პროცედურის შემდეგ მზის სხივების მოხვედრა.

3. სოდა და ქოქოსის ზეთი.

ეს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის მოწესრიგებას. მისი ნაერთები იცავს კანს ინფექციებისგან და, თავის მხრივ, ხელს უშლის გამონაყარს და ნაწიბურებს.

საჭირო ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი სოდა
1 ს.კ ქოქოსის ზეთი.

შეურიეთ სოდა ქოქოსის ზეთს და მოამზადეთ სქელი პასტა. მიღებული ნარევი წაისვით  მსუბუქი, წრიული მოძრაობით, სახეზე (აქცენტი გააკეთეთ გამონაყარზე). გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

 

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები