ნახეთ, როგორ მზადდება კომბოსტოს შნიცელი! ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი…
შნიცელი ერთ – ერთი საუკეთესო კომფორტული საკვებია. ძნელია არ მოგწონდეს შემწვარი და ოქროსფერი საკვები. შნიცელი ჩვეულებრივ მზადდება ქათმის ან ხბოსგან, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგაცნობთ კომბოსტოსგან დამზადებულ ვეგეტარიანულ ვერსიას.
მიუხედავად იმისა, რომ მის მოსამზადებლად რამდენიმე ნაბიჯია გასაკეთებელი, ის მაინც მარტივია, ინგრედიენტები ცოტაა, მოხარშვის დრო სწრაფია და გემოთიც იდეალური.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 კგ. კომბოსტო
3 ც. კვერცხი
50 გრ. საფანელი
½ პატარა ყვითელი ხახვი
3 ს. კ მარილიანი კარაქი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ახალი კამა, გარნირისთვის
მომზადება:
-აიღეთ კომბოსტო და ძალიან თხლად გახეხეთ. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ მარილი და შემდეგ დაამატეთ გახეხილი კომბოსტო მდუღარე წყალში.
- კომბოსტო რომ მოითუთქება, ამას დასჭირდება დაახლოებით 5 წუთი, გადაწურეთ საწურზე და გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაშ მინიმუმ 10 წუთი.
-კომბოსტოს გაგრილების და გადინების დროს, მოამზადეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ხახვი გახეხეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით. ათქვიფეთ კვერცხები და შეინახეთ.
-გაცივებისთანავე გამოწურეთ კომბოსტოდან ზედმეტი სითხე, შემდეგ კი გადაიტანეთ დიდ თასში. კომბოსტოს დაუმატეთ ხახვი, ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი. აურიეთ მანამ, სანამ კომბოსტო თანაბრად და კარგად არ იქნება დაფარული პურის და კვერცხის ნარევში. ნარევი უნდა იყოს სქელი. თუ ნარევი ძალიან თხელია, დაამატეთ მას პურის ფქვილი.
- გააცხელეთ დიდი ზომის ტაფა, მოათავსეთ მასში მარილიანი კარაქი. მას შემდეგ, რაც კარაქი გაცხელდება, კომბოსტოს ნარევი შნიცლის ფორმის ღვეზელი ჩადეთ ტაფაში.
-როდესაც დაასრულებთ კომბოსტოს შნიცელების ჩალაგებას, ტაფას დააფარეთ თავსახური 3-4 წუთის განმავლობაში.
3-4 წუთში ამოატრიალეთ შნიცელები და ისევ გააჩერეთ 4 წუთით.
შეწვის შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ზეთი დაიწრიტოს. შნიტელები დაუყოვნებლივ მიირთვით, სურვილისამებრ მორთეთ იგი სუფთა კამა .
შნიტელები იმდენად გემრიელი გამოდის, რომ სრულიად თამამად და სიხარულით დაპატიჟებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.
გემრიელად მიირთვით.