თუ ქერტლი გაქვთ და არ იცით როგორ მოიშოროთ, მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ

თუ ეს სტატია გახსენი, ე.ი. ქერტლის პრობლემით იტანჯები. ყველამ ვიცით რამდენად არასასიამოვნო პროცესია თმებზე და მხრებზე დაყრილი თეთრი ფანტელებივით ქერტლი (სტატისტიკის მიხედვით ასეთი ადამიანთა რიცხვი 50%-ზე მეტია). თავის მოვლის მაღაზიებსა და აფთიაქებში უხვადაა შეტანილი ქერტლის საწინააღმდეგო პროდუქტები. მაგრამ აუტანელი ქერტლის მოშორება არც ესე ადგილია, რომ ერთმა საშუალებამ უშველოს. აქ წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ქერტლის შესახებ.
ყველამ იცის, როგორ გამოიყურება ქერტლი - თეთრი ფანტელების მაგვარი ნივთიერება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის აქერცვლილი ნაწილაკები, რომლებიც ჩნდება მშრალი (ან პირიქით, წებოვანი) მოთეთრო სახით. ეს ყოველივე არ არის დაავადება, არამედ ორგანიზმში გარკვეული დარღვევების შედეგი. ეს დარღვევები შეიძლება იყოს:- ალერგიული რეაქციები, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, დასუსტებული იმუნიტეტი.

მაგრამ არსებობს სხვა ე.წ. გარე ფაქტორები, რომლებზეც ზოგჯერ არც კი ვეჭვობთ. ესენი შეიძლება იყოს:- ამინდის ცვლა, არასწორად შერჩეული შამპუნი და მზის ხანგრძლივი მოქმედება და ზედმეტი გარუჯვა.
როგორ ავირჩიოთ სამკურნალო შამპუნი?

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ კომპოზიციას. ქერტლის ნებისმიერ საშუალებას უნდა ჰქონდეს ეს ოთხი ინგრედიენტი:

- ეთერზეთები ანტიმიკრობული მოქმედებით - ლავანდა, ჩაის ხე, კედარი;
- ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტები - ჭინჭარი, გვირილა, კოწახური;
- ამქერცლავი კომპონენტები - გოგირდი, სალიცილის მჟავა, სელენის დისულფიდი;
- ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან პათოგენების ზრდას - კეტოკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, ბიფონაზოლი.

ხელნაკეთი სამკურნალო რეცეპტები
თუ ყველა საშუალება სცადეთ ქერტლის ოსაშორებლად და მაინც უიმედოდ არ გაგიმართლად, მაშინ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საშუალება სცადეთ და დარწმუნდებით რომ ეს ყოველივე უთუოდ ის არის რაც გჭირდებოდათ მის მოსაშორებლად.

ზეითუნის ზეთი
შეათბეთ ზეითუნის ზეთი და წაისვით თმასა და სკალპზე. სასურველია თუ ამას გააკეთებთ ღამე დაძინებამდე. წასმის შემდეგ დაიფარეთ პლასტმასის ტომარა, ხოლო ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი. დილით თმა დაიბანეთ თბილი შამპუნით.

საცხობი სოდა
თავის დაბანისას შამპუნს შეურიეთ 1 კოვზი საცხობი სოდა და წაისვით თმაზე. ეს არაჩვეულებრივად იმოქმედებს თქვენს ქერტლის წინააღმდეგ.

ლიმონმჟავა
შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და ხუთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი. მიღებული ნარევი წაისვით სკალპზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი წყლით და შეიმშრალეთ თმა.

ძმარი
შეურიეთ ძმარი და თბილი წყალი ერთმანეთს 1:2 პროპორციით და შეიზილეთ სკალპზე 30-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივი მეთოდით და შეიმშრალეთ თმა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია