ეს მეთოდები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კუჭის ჯანმრთელობა!

თუ ჯერ კიდევ არ იცით რა რთულია კუჭს ტკივილის ატანა ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ. იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კუჭი და მთლიანად საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კარგი იქნება თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ.

დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი
თქვენი სხეულისთვის წყლის მსგავსი არაფერია. თუ ძალიან ცოტა წყალს სვამთ, ეს ანელებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პრობლემები ექმნება კუჭის მუშაობას. იმის გაგება, რომ თქვენ საკმარისი რაოდენობით იყებთ წყალს ძალიან ადვილია, ამას თქვენი შარდის ფერი გეტყვით. თუ ღია ფერისაა იგი ე.ი. საკმარისი რაოდენობით წყალს მიიღებთ მთელი დღის განმავლობაშ, მაგრამ თუ ის მუქი ფერისაა მაშინ გჭირდებათ კიდევ მეტი წყლის მიღება. კარგად დადგენილი წყლის რეჟიმი პირველი ნაბიჯია კუჭის გაწმენდისკენ. დარწმუნდით, რომ ყოველდღე სვამთ დაახლოებით 8-10 ჭიქა წყალს.

მიირთვით მეტი ბოსტნეული, ხილი და მთელი მარცვლეული.
ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებებით. ბოჭკოვანი ნივთიერებები აუცილებელია თქვენი სხეულისთვის. ხილი, როგორიცაა მარწყვი, მანგო და ავოკადო, ასევე ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და ქლიავი, უზრუნველყოფს ორგანიზმში აუცილებელ ბოჭკოს და ხელს უწყობს კუჭის სისუფთავეს.

ნელა იკვებეთ: ნაჩქარევად ჭამამ ​​და ცუდად ღეჭვამ შეიძლება დიდი სტრესი მოუტანოს თქვენს კუჭს და საჭმლის მომნელებელ სისტემას, რადგან ასეთ დროს მას უფრო მეტად მოუწევს მუშაობა. ეს ხშირად იწვევს მუცლის ტკივილს და უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ზედმიწევნით ღეჭვა ბევრად ამარტივებს საჭმლის მონელებას და შეგიძლიათ უფრო დიდი ხნით ისიამოვნოთ თქვენი საჭმლის გემოთი.

იკვებეთ გრაფიკით: ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ რეგულარულად ჭამა დაგეხმარებათ GI ტრაქტის ჯანმრთელად შენარჩუნებაში. შეეცადეთ ყოველდღე ისაუზმოთ, ისადილოთ და ივახშმოთ ერთსა და იმავე დროს.

მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს: რაც უფრო მეტ გაჯერებულ ცხიმს მიირთმევთ, მით უფრო იძაბება თქვენი კუჭი. თქვენ უნდა შეეცადოთ ამოიღოთ ხმარებიდან ჰამბურგერი, ნამცხვრები, ჩიფსები, პიცა და დონატები, რომ თქვენი კუჭის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ და კუჭის ტკივილები თავიდან აიცილოთ.

ჭამიდან 2 საათის განმავლობაში არ დაწვეთ: ბევრი ჩვენგანი ჭამის შემდგომ დასვენების მიზნით მიდის დასაძინებლად. ეს ანელებს საჭმლის მონელების პროცესს, რამაც შეიძლება შექმნას კუჭის პრობლემები. ეს მავნე ჩვევა ასევე ზრდის მჟავა რეფლუქსის რისკს.

რეგულარული იოგა / ვარჯიში: რეგულარული ვარჯიში ან იოგა ასტიმულირებს პერისტალტიკას, რითაც ამცირებს შეკრულობის რისკს. ისინი ასევე ხელს უწყობენ სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნებას და წონის დაკლებას. იყავით აქტიურნი.

უარი თქვით ცუდ ჩვევებზე: ალკოჰოლმა, სიგარეტმა და ნარკოტიკების გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, გამოიწვიოს წყლულები და გულძმარვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ პრობლემებზე.

Facebook კომენტარები