რეჰანის სამკურნალო თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იცოდით ამის შესახებ?..

რეჰანი, თავისი უნიკალური გემოს წყალობით, აქტიურად გამოიყენება კულინარიაში. გარდა ამისა იგი ასევე გამოიყენება როგორც წამალი. მწვანილის ცხელი ინფუზია კარგი საშუალებაა თირკმლების, შარდის ბუშტისა და გაციების დროს. ინფუზია სასარგებლოდ ითვლება ასევე ნაწლავისა და ღვიძლის კოლიკის, მეტეორიზმის, მადის უკმარისობის, აგრეთვე ნევროზის, თავის ტკივილის, ბრონქული ასთმის დროს. რეჰანი ითვლება რძის გამაძლიერებელი ეფექტურ საშუალებად მეძუძურ ქალებში.

ყურის ტკივილი: 2 სუფრის კოვზ მწვანილს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ აადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ კომპრესი მტკივან ყურზე და გაიჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში. ამის გაკეთება შეგიძლიათ ყოველდღე, სანამ ყურის ტკივილი არ გაგივლით.

კონიუნქტივიტი: ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი რეჰანი 1 ჭიქა მდუღარე წყალში. გააჩერეთ მანამ, სანამ სულ არ გაცივდება. შემდეგ ჩამოიბანეთ თვალები ამ ინფუზიით დღეში რამდენჯერმე.

კანის ქავილი: 2 სუფრის კოვზ გამხმარ მწვანილს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ.

ნერვული დაძაბულობა, გაზრდილი დაღლილობა: მოხარშეთ 1 სუფრის კოვზი მწვანილი 1 ჭიქა მდუღარე წყალში, გააჩერეთ 15-20 წუთი. დალიეთ როგორც ჩაი შაქართან ან თაფლთან ერთად, მაგრამ არა უმეტეს 2-ჯერ დღეში. იგივე ინფუზია დალიეთ გულისრევის ან ღებინების დროს.

კბილის ტკივილი: გასაოცარია, მაგრამ რეჰანი ასევე წარმატებით უმკლავდება კბილის ტკივილს. ამისათვის დაღეჭეთ ნედლი რეჰანი, შემდეგ კი დაიდეთ მტკივან კბილზე.  გარვეული პერიოდის შემდეგ ტკივილი ნელ-ნელა შემცირდება. საცდელად ღირს ნამდვილად!

რეჰანი კოღოების წინააღმდეგ: თუ თქვენც იტანჯებით კოღოების ნაკბენისგან მაშინ უბრალოდ გირჩევთ, რეჰანის ფოთლები დაიდოთ სხეულზე. საქმე იმაშია, რომ მისი სუნი კოღოებს არ სიამოვნებთ და შესაბამისად თქვენც არ მოგეკარებათ.

უკუჩვენებები_ ჩვეულებრივი რეჰანი ყოველთვის არ არის უვნებელი. ჰიპერკოაგულანტული ეფექტის არსებობის გამო, იგი უკუნაჩვენებია გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოფლებიტის, თრომბოზის დროს. მათი მკურნალობა არ შეიძლება ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ამირდოვლატის თანახმად, რეჰანი არის ”მავნე თავის ტვინის ცხელ ბუნებაში”, ანუ თავის ტვინის ანთებითი დაავადებების, არაქნოიდიტის, პოსტფრიფინეზური ენცეფალიტის დროს.

თითქმის იგივე უკუჩვენებები აქვს პიტნის ფოთლოვან რეჰანს, რომელსაც აქვს გამაღიზიანებელი ეფექტი. მისი გადაჭარბებული დოზები იწვევს კრუნჩხვებს.

Facebook კომენტარები