ყველაზე ეფექტური და სასარგებლო ექსპრეს–ნიღაბი სახის კანისთვის. შედეგი გაგაოცებთ!
თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიდიხართ, მომზადებისთვის კი დრო არ გრჩებათ, შეგიძლიათ სახის აი, ეს ეფექტური და მარტივი ნიღბის გამოყენება სცადოთ. თქვენი კანი იდეალურ მდგომარეობაში იქნება!
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
70 გ ბრინჯი, 50 გ შვრიის ფანტელები, 1 ცალი კაკალი, 1/3 მწიფე ბანანი და წყალი
როგორუნდა მოვამზადოთ?
ზემოთ მოცემული რაოდენობის ბრინჯი მოათავსეთ ყავის საფქვავში ან ბლენდერში და დაფქვით იქამდე, სანამ არ მიიღებთ ფქვილის მსგავს მასას. მიღებულ მასას დაუმატეთ შვრიის ფანტელები და გარჩეული კაკალი. ეს ყოველივე ისევ დააბლენდერეთ რომ კარგად დაქუცმაცდეს. რის შემდეგაც შეგიძლიათ მიღებული მასა ჯამში გადაიტანოთ. ამის პარალელურად შეგიძლიათ ბანანი ჩადოთ პატარა თასში და ჩანგლის დახმარებით კარგად ჩაჭყლიტოთ. ამის შემდეგ ბანანის პიურე დაუმატეთ ნარევს. მიღებული ნარევი კარგად აზილეთ ერთმანეთში, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ბოლოს კი ნარევს წყალი დაამატეთ და ისევ აურიეთ. თქვენ საკმაოდ სქელი ნარევი უნდა მიიღოთ.
სახე გვირილას ჩაით კარგად გაიწმინდეთ, შემდეგ კი სკრაბით დაიმუშავეთ. ნიღაბი სახეზე ნახევარი საათი გაიჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ჯერ თბილი ანადუღარი წყლით, ხოლო შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ კანზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.