როგორ მოვაშოროთ მაცივრიდან არასასიამოვნო სუნი? ეს აქამდე უნდა მცოდნოდა
მაცივრის უსიამოვნო სუნმა, რომელიც ხშირად ჩნდება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლია გაგიფუჭოთ მადა. თუ მაცივრის თაროებს რეგულარულად არ ასუფთავებთ, უსიამოვნო სუნი ძალიან მალე გაჩნდება, მათი გამოჩენის შემდეგ კი ამ სუნის გაქრობა რთულია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს უსიამოვნო სუნი არ გაჩნდეს, და თუ გაჩნდა სწრაფად შევძლოთ მისი მოშორება? ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ მაცივარი ისე, რომ უსიამოვნო სუნი არ გაჩნდეს და თუ გაჩნდა რამდენად ხშირად უნდა დავასუფთავოთ იგი რომ მთლიანად აღმოვფხვრათ სუნი.
მაცივრის გასაწმენდად და უსიამოვნო სუნის გსაქრობად 5 საუკეთესო გზა არსებობს.
-გავჭრათ დიდი ლიმონი ორ თანაბარ ნაწილად, გამოვწუროთ წვენი და ამ წვენით დავამუშავოთ მაცივრის შიგნით არსებული თაროები და კუთხეები სუფთა ღრუბელის დახმარებით. დაველოდოთ ორ-სამ საათს, სანამ ლიმონის წვენი მთლიანად არ გაშრება, შემდეგ კი ენერგიულად წაუსვით ნესტიანი ქსოვილი.
-მცირე რაოდენობის საცხობი სოდა გახსენით თბილ წყალში და აურიეთ სანამ არ გახდება გლუვი. შემდეგ ამ ხსნარში დაალბეთ რბილი ქსოვილი და მაცივრის შიდა ზედაპირები კარგად გაწმინდეთ.გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა რამდენჯერმე, რომ მთლიანად მოშორდეს უსიამოვნო სუნი.
-კარგად გაწმინდეთ მაცივრის შიდა ზედაპირები და თაროები რბილი ღრუბელითა და საპნიანი წყლით. შემდეგ წაუსვით მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი ახალ, სუფთა ღრუბელს და წაუსვით მაცივარს. ამის შემდეგ, არა მხოლოდ გაქრება უსიამოვნო სუნი, არამედ ზედაპირები უფრო მბზინავი და სუფთა გახდება, მათ შორის ბაქტერიებისგან.
-როგორ გავწმინდოთ მაცივარი, თუ არ გვაქვს წყალბადის ზეჟანგი? შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სუფრის ძმარი, რომელიც შესანიშნავად აქრობს უსიამოვნო სუნს მაცივრიდან. ამისათვის საჭიროა უბრალოდ ძმარი თბილი წყლით განზავდეს თანაბარი რაოდენობით (1:1), შემდეგ მიღებული ნარევით დაასველოთ რბილი ღრუბელი და მასთან ერთად გაასუფთავოთ მაცივრის მთელი შიდა მოცულობა. ამით არასასიამოვნო სუნი გაქრება!
-თუ არ იცით როგორ უნდა გაწმინდოთ მაცივრის შიდა მხარე, რომ არა მხოლოდ სუნი მოაცილოთ, არამედ შეცვალოთ იგი სასიამოვნო არომატით, გამოიყენეთ პიტნის კბილის პასტა. წაუსვით მცირე რაოდენობით პიტნის სურნელოვანი კბილის პასტა (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა) ჯაგარზე და კარგად შეაზილეთ მაცივრის შიდა თაროებსა და კუთხეებს. გაიმეორეთ სანამ არ მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.
ეს ხუთი საშუალება დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოცილებაში მაცივრიდან და ასევე ხელს შეუშლის დიდი ხნის განმავლობაში მის გაჩენას.