ამ გზით მოაშორებთ უსიამოვნო სუნსა და ციმს გაზქურას! ეს ყველა დიასახლისს გამოადგება..
თუ თქვენ ეძებთ საშუალებას, რომლის დახმარებითაც მოაშორებთ უსიამოვნო სუნსა და ცხიმს მიკროტალღურ ღუმელს ქიმიური პრეპარატების გამოყენების გარეშე, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ რა საშუალებების დამარბით შეძლებთ ძნელად ამოსაყვანი ლაქების მოცილებას.
ესენია:- ციტრუსი; ლიმონის მჟავა; ძმარი და სოდა; ეთერზეთი.
როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი ახალი ფორთოხლის კანით?
ფორთოხლის კანი ჩადეთ პატარა თასში და დაასხით წყალი, ეს თასი შედგით ღუმელში და ჩართეთ 5-10 წუთის განმავლობაში. როდესაც დრო დასრულდება, არ გააღოთ კარი 25 წუთის მანძილზე. დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ თასი და მოაშორეთ ცხიმიანი ლაქები რბილი, ნესტიანი ქსოვილით. ამ გზით ძალიან ადვილია მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა.
გამოიყენეთ ლიმონმჟავა ცხიმების მოსაცილებლად
თუ ციტრუსი არ გაქვთ, მაშინ 25 გრ ლიმონმჟავა გააზავეთ 200 მლ წყალში, სითხე მოათავსეთ თასში,შედგით მიკროტალღურში და ჩართეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს ასევე ხელს შეუწყობს მოწყობილობის კედლებზე ცხიმის წვეთების მოცილებას.
ძმარი და სოდა
მიკროტალღურ ღუმელს ადვილად გაწმენდთ ძმარის დამარებით. ის შესანიშნავად ანადგურებს ცხიმის ფენას ყველა უსიამოვნო სუნს.
მის გამოსაყეებლად აიღეთ სუფრის ძმარი, შეაზავეთ წყალში შემდეგნაერად: 3 სუფრის კოვზი სუფრის ძმარი შეურიეთ 200 მლ/ ლ წყალს. ეს ნარევი შედგით მიკროტალღურ ღუმელში, გაზქურაზე დააყენეთ მაქსიმალური ტემპერატურა და ჩართეთ 15 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი ორთქლზე ადვილად შლის ცხიმს კედლებიდან.
სოდა ცხიმის მოსაცილებლად
ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პურის სოდა. აიღეთ 2 სუფრის კოვზი პურის სოდა, გახსენით წყალში და გააცხელეთ ღუმელში 10-20 წუთის განმავლობაში. დრო დამოკიდებულია მოწყობილობის დაბინძურების ხარისხზე. დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ თასი და გაწმინდეთ ნესტიანი ტილოთი.
ახლა თქვენ იცით ძირითადი საიდუმლოებები, თუ როგორ უნდა მოაშოროთ მიკროტალღურ ღუმელს ძნელად მოსაცილებელი ცხიმები. გაწმენდის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კარის ცოტა ხნით ღია დატოვება. ჰაერის გაზქურაში ტრიალი ღუმელში უსიამოვნო სუნის გაჩენის საშუალებას არ მისცემს.