ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ? გაიგეთ მეტი მიზეზებზე…

ზოგიერთი ადამიანისთვის ნაცნობი სიტუაციაა ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს უმიზეზოდ გაღვიძება. ნიშნავს თუ არა ეს რაიმეს და რისი თქმა სურს ჩვენს ორგანიზმს? სწორედ ამის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.

ადამიანის ორგანიზმს საკუთარი ბილოგიური საათი გააჩნია, 24 საათის განმავლობაში თითოეულ ორგანოს 2 საათიანი პერიოდი აქვს ციკლში, შესაბამისად ღამით გაღვიძების დროს შეუძლია მიგანიშნოთ თუ რა დარღვევები აქვს სხეულს.

ორგანიზმის ბიოლოგიური საათის ახსნა!

ძილის პრობლემები 21 -დან 23 საათამდე:

ამ პერიოდში აქტიურია სისხლძარღვები და არტერიები.. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემები გქონდეთ: დაბალი იმუნიტეტი, მეტაბოლური პროცესების დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა.

გარდა ამისა, თქვენი გაღვიძების მიზეზი შესაძლოა იყოს სტრესი, პარანოია და იმდეგაცრუება. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია მედიტაცია.

გაღვიძება ღამის 23-დან 1 საათის შუალედში

ეს დრო დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან. ორგანიზმის ნაწილი ამ დროს მუშაობს დღის განმავლობაში მოხმარებული ცხიმების გადამუშავებაზე. თუ ამ შუალედში გეღვიძებათ, მაშინ დროა ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ და რაციონიდან ამოიღოთ ცხიმები.

რაც შეეხება ემოციურ მდგომარეობას, ამ პერიოდში გაღვიძების მიზეზი შესაძლოა თქვენი კრიტიკულობა იყოს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. მარტივად დაივიწყეთ შეცდომები და ნუ დაიტანჯავთ თავს ფიქრით.

გაღვიძება 1-დან 3 საათამდე შუალედში

ამ პერიოდში ხდება ღვიძლის განახლება, ამ ორგანოს მნიშვნელობა კი ყველამ კარგად ვიცით. თუ აღნიშნულ მონაკვეთში გეღვიძებათ, ეს მიუთითებს ღვიძლის გადატვირთულ მუშაობაზე და ორგანიზმში ტოქსინების მომატებულ რაოდენობაზე. შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება და დაიცავით დიეტა.

გაღვიძების მიზეზი შესაძლოა იყოს სიბრაზე და დანაშაულის გრძნობა. ეცადეთ მოთოკოთ საკუთარი თავი და დაიჯეროთ, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი.

გაღვიძება 3-დან 5 საათამდე შუალედში

ამ დროს ფილტვები აგროვებენ ჟანგბადს და ამზადებენ სხეულს შემდეგი დღისთვის. შესაძლოა თქვენს ორგანიზმს სჭირდება ჯანსაღი საკვები და სუფთა ჰაერი.

ფილტვების გარდა, მოულოდნელი გაღიძების მიზეზი მოწყენილობაც შეიძლება იყოს. დეპრესია და ცუდი ხასიათი პირდაპირ მოქმედებს ძილზე.

გაღვიძება 5-დან 7 საათამდე შუალედში

ამ პერიოდში ხდება მსხვილი ნაწლავის განახლება და გასუფთავება, შესაბამისად, გამოღვიძება ამ სისტემის პრობლემასთანაა დაკავშირებული. ეცადეთ მიიღოთ მეტი წყალი დღის განმავლობაში.

ემოციურად, ეს დრო დაკავშირებულია ცხოვრებაში ერთ ეტაპზე გაჩერების შეგრძნებასთან. უბრალოდ დაიწყეთ რაღაც ახალი და გაიხალისეთ ყოველი დღე!

ყურადღება მიაქციეთ სხეულის მინიშნებებს და იცხოვრეთ ჯანსაღად!

Facebook კომენტარები