რატომ ღეჭავენ მიხაკს? და რა სარგებელი მოაქვს ამ ყოველივეს?!
რატომაა კარგი მიხაკის ღეჭვა?თვით ფრაზა “მიხაკის ღეჭვა” გარკვეულწილად ექსტრავაგანტულად ჟღერს და არც თუ ისე მადისაღმძვრლად. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ამ ყოველივეს რიგი დადებითი გავლენის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის.

პირველ რიგში გაუმჯობესდება საჭმლის მონელება: ნაჩვენებია, რომ მიხაკის ზეთი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და ხელს შეუწყობს საჭმლის მონელების პრობლემების მოშორებას და შებერილობას.

ღვიძლი უკეთ იმუშავებს: ღვიძლი ჩვენი სხეულის მთავარი ფილტრია, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის თავისუფალი რადიკალების შეტევას. მიხაკის ზეთი კი დაეხმარება პასუხისმგებელ ორგანოს თავისი ფუნქციის ეფექტურად შესრულებაში.

ასევე ეხმარება ღრძილების ჯანმრთელობას და სუნთქვაც უფრო სუფთა გახდება: მიხაკს აქვს ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები. ტყუილად არ გამოიყენება მისი ზეთი სტომატოლოგიაშიც კი, როგორც დროებითი შევსების კომპონენტი. ამიტომ, მიხაკის ღეჭვა სასიკეთოდ მოქმედებს ღრძილების და ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.

მიხაკის დახმარებით ზოგადად თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ: მიხაკი აჩქარებს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების უმეტეს ნაწილს და, ამრიგად ის ყავაზე უკეთესია. მაგრამ ტონუსის რეგულარულად გაზრდის მიზნით, ამ სანელებელს მხოლოდ ნორმალური წნევის მქონე ადამიანები უნდა იყენებდნენ.

თუმცა რა თქმა უნდა სასარგებლო მიხაკსაც აქვს თავისი უკუჩვენებები:

სისხლდენა: არ უნდა მიირთვათ მიხაკი სისხლდენის დროს. თუ რაიმე სახის სისხლდენა გაწუხებთ: სუნელი ამ პროცესს მხოლოდ გააძლიერებს.

ამცირებს სისხლში შაქარის დონეს: მიხაკის ზეთი თავისთავად ამცირებს გლუკოზის გამომუშავებას და, შესაბამისად, დაბალი შაქრით, მას მხოლოდ ჰიპოგლიკემიის გამწვავება შეუძლია.

ალერგია: ინდივიდუალური რეაქციები ზოგჯერ არაპროგნოზირებადია, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით თქვენს სხეულს. და ალერგიის პირველი სიმპტომების დროს შეწყვიტეთ მიხაკის მიღება.

და ბოლოს გახსოვდეთ ეს სტატია მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვისაა. არ დაიწყოთ თვითმკურნალობა და ნებისმიერ შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ სამედიცინო სპეციალისტთან სტატიაში მოცემული ნებისმიერი ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებამდე.

Facebook კომენტარები