ყველაფერი კლიმაქსური პერიოდის შესახებ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას? ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

კლიმაქსი – საკვერცხის ფუნქციონირების შეწყვეტის ფიზიოლოგიური პერიოდია. კლიმატური პერიოდი არასწორად მიიჩნევა ქალისთვის კრიტიკულ ასაკად. თითქოს უკვე დადგა სიბერის და მისთვის დამახასიათებელი დაავადების დრო. კლიმატური პერიოდი ნიშნავს მონაპაუზის პერიოდს და არა სიბერეს. კლიმაქტერული პერიოდის პირველი ფაზა 45-47 წლის ასაკში იწყება, მის ნაადრევად დაწყებას (40-45 წ) ხელს უწყობს ხშირი მშობიარობა, აბორტები, ქალის სასქესო ორგანოთა ანთებითი პროცესები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი. საშვილოსნოს მიომით დაავადებულ ქალებს მენოპაუზა ეწყებათ შედარებით გვიან, 55 წლის ზემოთ.

კლიმაქტური პერიოდის ჩივილებია:
წონაში მატება, საერთო სისუსტე, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სარძევე ჯირკვლებში და საშვილოსნოს ჰიპერპლაზური პროცესები. ხშირად კლიმაქსის ნორმალური მიმდინარეობა რთულდება, ვითარდება ე.წ. კლიმაქტერიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ვეგეტატიური, ნეიროენდოკრინული, ნივთიერებათა ცვლის, ფსიქოემოციური დარღვევები, ქალის ორგანიზმში ზოგადი და ადგილობრივი ცვლილებების ფონზე.

კლიმატურ პერიოდში ქალები უჩივიან:
სისხლის მოწოლას თავში და სხეულში, თანდართული მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე. ავადმყოფს აწუხებს ძილის დარღვევა,
ფსიქოემოციური დაღლილობა, სახსრების ტკივილი, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სხვა დარღვევები. სისხლის მოწოლის, წამოხურების ჩივილები უმეტესად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იჩენს თავს.

განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ხარისხის სინდრომს ქალის საერთო
მდგომარეობიდან გამომდინარე.

მსუბუქი ხარისხის დროს ქალის საერთო მდგომარეობა დაკმაყოფილებულია, წამოხურებების რაოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 10 საათს.

საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს, წამოხურების რაოდენობა აღწევს 20 საათს. ამას თან ახლავს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის და მეხსიერების დარღვევა, საერთო სისუსტე.

მძიმე ფორმის დროს წამოხურების დათვლა შეუძლებელია, ქალი კარგავს შრომის უნარს, უხასიათოდაა, აქვს შფოთვა, უძილობა, უჭირს გონებრივი კონცენტრირება, წერა-კითხვა და ა. შ. მძიმე ფორმის დროს შეიძლება განვითარდეს კარდიოპათია, გულის არეში ტკივილით და ტკივილის გადაცემით მარცხენა ბეჭის არეში და ხელში. ტკივილს წინ უსწრებს შეჟრჟოლება ან ცივი ოფლი, თავში სისხლისმოწოლა, ჰაერის უკმარისობა, გულის რევა და ა. შ.

კლიმატურ პერიოდში ქალნბატონმა უარი უნდა თქვას ალკოჰოლზე, პროდუქტებზე, რომლებიც აღაგზნებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. სასარგებლოა რძიან-მცენარეული დიეტა, სასურველია ზედმეტი წონის დაკლება. კლიმაქტერულ პერიოდში მკურნალობა ინიშნება საშუალო და მძიმე ფორმის დროს. ინიშნება დიეტა, სასურველია რეჟიმის
დაცვა, დამამშვიდებელი საშუალებები, პოლივიტამინები, ფიზიოთერაპია, სამკურნალო
ფიზკულტურა, წყლის პროცედურები.

მიიღეთ ხალხური საშუალებები კლიმაქსის დროს სიმპტომების შესამცირებლად

50 გ გულყვითელას მშრალ, დაფქულ ყვავილს დაასხით 1/2 ლ 70 პროცენტიანი სპირტი. დააყენეთ 14 დღე ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღთ 20-30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ამამდე. სასარგებლოა კლიმაქტერულ პერიოდში თავის ტკივილის დროს, ძილის მოსაწესრიგებლად, შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, გულის არეში ტკივილის დროს, შეშუპების დროს. 1 ს. კ. დედოფლისთითას მშრალ ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ნახევარი დალიეთ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, დარჩენილი ნახევარი კვებათა შორის. დღის განმავლობაში უნდა დაილიოს 600 მლ ნაყენი. ეფექტურია თავბრუსხვევის, თავის ტკივილის დროს.

150 გრ ალოეს წვენი აურიეთ 300 გრ თაფლში, დადგით ცეცხლზე, არ უნდა ადუღოთ, დააყენეთ 2 სთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ, შეაცხელეთ, გაწურეთ, მიიღეთ 5-10 გრ საუზმემდე 1სთ-ით ადრე. სასარგებლოა კლიმაქტერულ პერიოდში ყაბზობის დროს.

45 წლის ზემოთ ქალბატონებმა, წელიწადში 2-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დილაობით ცაცხვის ჩაი უნდა მიიღონ (ცაცხვის ყვავილები უნდა დააყენოთ როგორც ჩაი). შეუძლიათ აღარ შეეშინდეთ. კლიმაქტური პერიოდი დადგება გაცილებით გვიან და იქნება უმტკივნეულო, სისხლდენის გარეშე. ცაცხვის ჩაი მიიღეთ მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს. ყველა სამკურნალო თვისება თუ დაემატება სალბის ფოთლები და ყვავილების ნახევარი ულუფა.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Facebook კომენტარები