ღამით შარდის შეუკავებლობა ბავშვებში. გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა ხალხური მეთოდებით.  ეფექტურია

4-12 წლის ასაკის ბავშვებში (განსაკუთრებით ბიჭებში) საკმაოდ ხშირია ღამით შარდის
შეუკავებლობა, უნებური მოშარდვა ღამის განმავლობაში შეიძლება 1-4 ჯერ განვითარდეს. ბავშვები, როგორც წესი, ამას ვერ გრძნობენ და აგრძელებენ ძილს სველ ლოგინში. ღამით შარდის შეუკავებლობა შეიძლება ჩაითვალოს ოთხი წლის ასაკის დაავადებად, თუ ბავშვი თვეში ერთხელ მეტად შარდავს საწოლში, ენურეზის მიზეზი სხვადასხვაა: ნერვული მოშლილობა, მემკვიდრული განწყობა, შარდის ბუშტის დეფექტები და სხვა. დაავადების ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზების გამოსავლენად, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

ხშირად სნეულებისაგან თავის დაღწევაში გვეხმარება სწორი რეჟიმი, აღზრდა და ბავშვისადმი მოხერხებული მიდგომა. არ დაივიწყოთ, რომ ბავშვი სპეციალურად არ შარდავს საწოლში, ამიტომ ამისათვის არ ლანძღოთ იგი, არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ, არ შეარცხვინოთ.

ზოგი ბავშვი შარდავს შუაღამისასა, სხვები გამთენიისას. პირველ შემთხვევაში ეცადეთ სადილის შემდეგ არ მისცეთ ბავშვს ხილი (თუ ბავშვი სადილის შემდეგ შეჭამს ვაშლს, ის ღამით მოშარდავს საწოლში), ხილის წვენები, ტკბილი სასმელები, შეზღუდეთ მცენარეული ზეთის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში სასარგებლო კერძად ითვლება ბირკავას (ბირკავას ეძახიან აგრეთვე ოროვანდს, ღორის ბირკას, ცეცხლეკაიას და სხვა მცენარეებს, რომლებიც ვრცელდებიან სამაგრების საშუალებით) ძირი და სტაფილო, წვრილად დაჭრილი და შეზავებული მცირე რაოდენობის ქუნჯუტის (შირბახტის,
სიმსიმის) ზეთით. ეცადეთ ყოველდღე მისცეთ ეს კერძი ცოტ-ცოტა, ყოველდღიურად შეიტანეთ რაციონში წიწიბურას ფაფა.

თუ ბავშვი შარდავს გამთენიისას, მიეცით მას ოდნავ მოწალული ბოსტნეული ძალიან მცირე რაოდენობის მარილთან ერთად. სადილის შემდეგ შეიძლება მისცეთ ჩათუშული ვაშლი ან ცოტა რაოდენობით ვაშლის თბილი წვენი. წიწიბურას ფაფა უნდა შეიზღუდოს.
ჩართეთ ბავშვი ფიზკულტურასა და სპორტში, მოაშორეთ ტელევიზორს. ეცადეთ 17 საათის შემდეგ არ მისცეთ ბავშვს სითხეები რეკომენდებული ჩაის გარდა. დაძინებამდე 30 წუთით ადრე მიეცით პურის ნაჭერი მარილით. ასე გააგრძელეთა 40 დღის განმავლობაში. მიაჩვიეთ ბავშვი გვერდზე წოლას (შარდის შეუკავებლობა ხდება ზურგზე წოლის მდგომარეობაში). შემოახვიეთ ბავშვს ძილის წინ პირსახოცი ისე, რომ მაგარი კვანძი მოექცეს ზურგისკენ. ის ხელს შეუშლის, მიიღოს ზურგზე წოლის მდგომარეობა.

რეცეპტები ღამით შარდვის შეუკავებლობის დროს
• უნებლიე შარდვის დროს მოამზადეთ შემდეგი ნარევი: წითელი მოცხარის ნაყოფი 1 ს. კ. წითელი მოცვის ფოთოლი 1 ს. კ. კრაზანას ბალახი 1 ს. კ. ნარევს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ადუღთ 10 წუთის განმავლობაში, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ, მიეცით დასალევად ნახევარ-ნახევარი ჭიქა 5ჯერ დღეში.

• ორგანიზმის გასაკაჟებლად, 8 წლის და მეტი ასაკის ბავშვებმა უნდა იარონ ცივ წყალში
მუხლამდე, 3-5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ირბინონ ოთახში ან ქუჩაში. ეს პროცედურები ჩაატარეთ ერთი კვირის განმავლობაში (არანაკლები), ასევე ყოველდღიურად ხელები ჩააყოფინეთ ცივ წყალში 2-2 წუთი. ამ პროცედურებთან ერთად სასურველია ფარსმანდუკის ნაყენის სმა ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს.

• ორგანიზმის გასამაგრებლად მიეცით დასალევად მოცვის გამხმარი ნაყოფის ნაყენი და
კისელი.

• დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი მრავალძარღვას 10-15 ცალ ფოთოლს, დააყენეთ 20 წუთი, გაწურეთ. დაალევინეთ თითო სუფრის კოვზი 3-4 ჯერ დღეში.

• დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი 2 ს. კ. კრაზანას ბალახს, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააციეთ, გაწურეთ, მიეცით დასალევად 1/2 – 1 ჭიქა ცივი ნაყენი ძილის წინ.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Facebook კომენტარები