მე კოჟრები ასე მოვიშორე.. თქვენც გირჩევთ გამოიყენოთ..

კოჟრი – კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც მუდმივი ზეწოლისა და ხახუნისგან ვითარდება. ყველაზე ხშირად ხელებსა და ფეხებზე ჩნდება. კოჟრის არსებობა ფეხზე აძნელებს სიარულს, მტკივნეულია. კოჟრს გააჩნია ფესვი, რომელიც ღრმად ჩაიზრდება ხოლმე კანში. მისი მოშორება უმეტეს შემთხვევაში არც ისეთი იოლია.

კოჟრის წარმოქმნისას ფეხზე პირველ რიგში სასურველია ფეხსაცმლის გამოცვლა. ის უნდა იყოს მოხერხებული და ფართო. სასარგებლოა ყოველ საღამოს 10 წუთიანი ფეხის აბაზანები ცხელი წყლით, შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი. კარგად შეიმშრალეთ და ჩაიცვით სუფთა წინდა და ფეხსაცმელი. ცხელ აბაზანასთან ერთად ყოველ საღამოს
კოჟრზე შეიძლება დაიდოთ ნავთის საფენი 20-30 წუთით.

ხალხურ მედიცინაში კოჟრის მოშორების პროცედურები იწყება საპნიანი და სოდიანი აბაზანებით. კანის დარბილების შემდეგ შეიძლება გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მოცემული საშუალება.

ხალხური მეთოდები კოჟრის მოსაცილებლად

ფეხების 10 წუთიანი აბაზანების შემდეგ კოჟრზე დაიდეთ ლეღვის შიდა რბილობი. ეს პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში. ლეღვის ნაყოფი შეიძლება წინასწარ ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ და ისე დაიდოთ კოჟრზე. ასეთივე ეფექტი აქვს ლეღვის წვენს თუ მას ყოველ დღე კოჟრზე წაისვამთ.

ფეხები კარგად დაალბეთ ცხელ წყალში და კოჟრის ადგილას დაიდეთ ლიმონის ქერქი ცოტაოდენ რბილ ნაწილთან ერთად და შეიხვიეთ. ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში გაიმეორეთ, შემდეგ შემდეგ ფეხები ცხელ წყალში დაილბეთ და ფრთხილად მოიცილეთ კოჟრი.

მტკივნეული კოჟრის დროს რამდენიმე კარტოფილი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში და მიღებული მასა მოათავსეთ რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაზე. კარტოფილის მასის სისქე 1 სმ უნდა იყოს. ეს მასა მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ ახალი კარტოფილის მასა დაიდეთ. ასე გააკეთეთ რამდენჯერმე სანამ ტკივილი არ გაქრება.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები