რა უნდა გავაკეთოთ ამენორეის დროს? ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობაა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ (სქესობრივი მომწიფების დადგომამდე, ფეხმძიმობის დროს, ძუძუთი კვების დროს, ხანდაზმულ ასაკში) და პათოლოგიურს. პათოლოგიური ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება, ინფექცია, ნერვული სისტემის დაზიანება, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება, მწვავე და ქრონიკული ინფექცია, ქიმიური ნივთიერებებით ქრონიკული მოწამვლა, ასევე რადიოაქტიური დასხივება.
ამენორეის დროს რეკომენდებულია მიიღოთ ვიტამინები B2 და B, კომპლექსურად. მენსტრუაციის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მიიღეთ მაგნიუმის ტაბლეტები.
მენსტრუაციის ციკლის დაწყებას აჩქარებს: ხახვი, ნიორი, წითელი წიწაკა, ოხრახუში, პირშუშხა, კომბოსტო. მკურნალობის დროს კარგია რძის პროდუქტები, მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, კონსერვებს, ღორის ხორცს, ცხიმიან თევზს, დამარილებულ პროდუქტს. რეკომენდებულია ყოველ დღე შეასრულოთ ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ამაგრებენ მუცლის კუნთებს.
რეცეპტები
• კარგია ცხელი აბაზანები ფეხებისთვის დილით და საღამოს 20 წთ-ით. აბაზანის ტემპერატურა 40-45°C. კარგია თუ წყალში დაუმატებთ ზღვის მარილს აწ სუფრის ძმარს. აიღეთ თითო ს. კ. სააფთიაქო გვირილა და ბეგქონდარა, დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი,
გააჩერეთ თავდახურული 30 წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 200 გრ 3-ჯერ დღეში.
• კალენდულას სპირტიანი ნაყენი სვით 40 წვეთი 3-ჯერ დღეში.
• ოხრახუშის თესლი დაფხვენით, აიღეთ 4 ჩ. კ., დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით, შემდეგ გააციეთ და გაწურეთ. სვით 1 ს. კ. 5-6ჯერ დღეში.
• დღეში 3-ჯერ მიიღეთ კანიანად გახეხილი ლიმონი ან ფორთოხალი შაქრით.
• 1 ჩ. კ. დაქუცმაცებულ მაღალი კულმუხოს ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დატოვეთ ღამით. სვით 1 ს. კ. 4-ჯერ დღეში. მიიღეთ მტკივნეული ან არარეგულარული მენსტრუაციის დროს. მენსტრუაცია ხდება უხვი.
წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში შეუძლია დაეხმაროს აქ ჩამოთვლილ პრობლემებს.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.