როგორ განვკურნოთ ნაღვლის ბუშტის ანთება სახლში? რეცეპტები და მკურნალობის მეთოდები იხილეთ სტატიაში

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. ის ღვიძლთან ახლოს მდებარეობს და ნაღვლის
–მოგროვების ადგილს წარმოადგენს, რომელიც ღვიძლის სადინარებიდან გამოდის. ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ნაღვლის ქვების არსებობა, ნებისმიერი მიზეზით ნაღვლის შეჩერება, კლიმაქსური პერიოდი, ენდოკრინული დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადება და სხვა ფაქტორები.

ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ქოლეცისტიტი უცებ იწყება. მისი მთავარი სიმპტომია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და ეპიგასტრიუმში. ტკივილი შეიძლება მარჯვენა მხარს და ბეჭს გადაეცეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ცხელება, ტემპერატურის აწევა 39-40°C, რომელიც რამდენიმე დღე ნარჩუნდება, მერე კი თანდათან ეცემა. მესამე სიმპტომია ძლიერი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ ხელით გასინჯვისას. მწვავე ქოლეცისტიტის დროს მუცელი გაბერილია, ჩნდება გულის რევის შეგრძნება, ღებინება, შეკრულობა, ენის სიმშრალე.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, რომელიც მწვავე ქოლეცისტიტს მოსდევს თან, მთავარი ჩივილი ღვიძლის არეში ტკივილია. ტკივილი ჩვეულებრივ ყრუ და ხანგრძლივი ხასიათისაა და მხოლოდ დროდადრო მწვავდება. სიყვითლე ჩვეულებრივ არ აღინიშნება, თუ, როგორც ეს ხანდახან ხდება ხოლმე, ღვიძლის ქსოვილის მეორადი დაზიანება არ მოხდა.

ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ: დისპეფსიური დარღვევები კუჭში, მიდრეკილება შეკრულობისკენ, რომელსაც ზოგჯერ დიარეა ცვლის და ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული ცვლილება. ტემპერატურა ჩვეულებრივ ნორმალურია ან ოდნავ მომატებული.

შეიმჩნევა ნერვული სისტემის მკვეთრი მოშლილობა ავადმყოფი გაღიზიანებულია, იტანჯება უძილობისგან, სულ ცუდ ხასიათზეა.

ქრონიკული ქოლეცისტიტის პროგნოზი საკმაოდ სასიკეთოა (ხელსაყრელია). დაავადება
მიმდინარეობს ნელა, პერიოდული გამწვავებებით და ხშირად გამოჯანმრთელებით მთავრდება.

მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, დიეტის დაცვაში მდგომარეობს, სითბური პროცედურების  დანიშვნაში: ცხელი საფენები, სათბურა, კომპრესი და სხვ.

კარგ ეფექტს იძლევა ვეგეტარიანული დიეტა, მდიდარი ვიტამინი C-თი; საკვებიდან უნდა
გამორიცხოთ კვერცხის გული, ტვინი, კარაქი, მოერიდეთ ცხიმიანს.

ამავე დროს უნდა უმკურნალოთ თანმხლებ დაავადებებს, როგორიცაა მაგალითად
პანკრეატიტი, აქილია.

ქოლანგიტი – სანაღვლე გზების ანთებაა, როგორც ღვიძლისშიდა, ისე არაღვიძლისეული. დაავადება უმეტესად ჩნდება როგორც თანმხლები დაავადება. მისი ხშირი მიზეზია ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება და ქოლეცისტიტი.

ქოლანგიტი ვითარდება სანაღვლე გზებში მრავალგვარი მიკროფლორის გაჩენის დროს,
ყველაზე ხშირად კი – ნაწლავის ჩხირის.

ძირითადად ქოლანგიტის ორ ტიპს განასხვავებენ: კატარულს და ჩირქოვანს. ამ დაავადების დროს ავადმყოფთა ძირითადი ჩივილებია: დისპეფსიური დარღვევა, მადის
დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინება, ტკივილი და სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშ. ზოგჯერ შეიძლება გაჩნდეს სიყვითლე, მაგრამ, როგორც წესი, მოკლევადიანი.
ქოლანგიტის მკურნალობა პირველ რიგში ვირუსის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

გთავაზობთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალოდ

• ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს სვით მჟავე კომბოსტოს წვენი 50 მლ 3-4 ჯერ დღეში.

• ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის, თირკმელების სხვა ანთებითი პროცესის დროს 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ 10 გრ სვია, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს. კ. 3ჯერ დღეში. ან აიღეთ სვიის გირჩების სპირტიანი ნაყენი (25 გირჩი /2 ლ არაყზე ან სპირტზე).

• ქოლეცისტიტის დროს 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ 1 ს. კ. ბაღის პიტნა და გააჩერეთ 30 წუთი. სვით 3-4 ჯერ დღეში, პატარა ყლუპებად.

• ქოლეცისტიტის დროს აიღეთ 10 გრ შავნაყოფა კოწახურის დაქუცმაცებული ნაყოფი, მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ლ ცივი წყალი და ადუღეთ წყლიან ავზზე 20 წუთი, შემდეგ გაწურეთ. სვით თითო ჭიქა დილას და საღამოს 1 თვის განმავლობაში.

• ქოლეცისტიტის დროს მოამზადეთ ნაკრები: ბაბუაწვერას ფესვები 20 გრ, სელის ბალახი 10 გრ, ქრისტესისხლას ბალახი 5 გრ, პიტნა 10 გრ, ბატის მარწყვბალახა 20 გრ, ასფურცელა 10 გრ. 1 ს. კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ. სვით 4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

• საშუალო სიმძიმის ქოლეცისტიტის დროს, ქოლეცისტოანგიოქოლიტის დროს მომატებული მჟავიანობით 2 ჩ. კ. არყის ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ სასმელი სოდა დანის წვერით. სვით 50 მლ 3-4 ჯერ დღეში, ჭამამდე 10 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 40 დღეა.

• მწვავე ქოლეცისტიტის დროს, რომელსაც ღვიძლის კოლიკი ახლავს (ოღონდ ქვების გარეშე ნაღვლის ბუშტში), 10 გრ არყის კვირტები დააყენეთ 5 ლ არაყზე ან 1:1 თანაფარდობის წყლის და 90%-იან სპირტის ნარევზე 12 დღე ბნელ ადგილას კარგად თავდახურულ ჭურჭელში. გაწურეთ მე-13 დღეს. მიიღეთ 1 ს. კ. ყოველ 3 სთ-ში, მიუხედავად საკვებისა, დილის 8 საათიდან დაწყებული საღამოს 8 საათამდე. ღვიძლის არეში დაიფინეთ ორთქლში ნამყოფი არყის ხის ტოტების (ფოთლები და ტოტები) კომპრესი 3-ჯერ დღეში, 45 წუთით.

გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტებიდან რომელიმე და დაიწყეთ მკურნალობა დღესვე.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

Facebook კომენტარები