რა უნდა გავაკეთოთ ათეროსკლეროზის დროს? ეს რჩევები გამოგადგებათ!

ათეროსკლეროზი თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ დიეტას, არ ასრულებენ რეგულარულად ფიზიკურ ვარჯიშებს, სისტემატიურად სტრესის ქვეშ იმყოფებიან, მათი არტერიების კედლები ქოლესტერინით იფარება და ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება.

ათეროსკლეროზთან ბრძოლა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როცა ის უკვე გვაქვს, არამედ ბევრად ადრე, ნეირო-სისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლენისთანავე.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ათეროსკლეროზი ვითარდება ნელა, ზოგჯერ ათეული წლების განმავლობაში, აზიანებს რა სისხლძარღვოვან სისტემას და აძნელებს სისხლით საკვები ნივთიერებების გადატანას
ორგანოებსა და ქსოვილებში.

არსებობს 5 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოშობასა და განვითარებას:

1. ნერვული დარღვევები, რომლებსაც ცხიმოვანი-ცილოვანი თანაფარდობის ცვლილებებთან მივყავართ.

2. ორგანიზმში ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები.

3. კვების ფაქტორი (დიდი რაოდენობით ქოლესტერინი, ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში საკვებიდან ხვდება).

4. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.

5. მემკვიდრეობა.

ათეროსკლეროზული პროცესი ყველა არტერიას აზიანებს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რომელ სისხლძარღვებსა და ქსოვილებშია პროცესი ღრმად წასული, მის რამდენიმე ტიპს განასხვავებენ: თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე ათეროსკლეროზი, ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი და ა. შ.

ათეროსკლეროზის მკურნალობა ხანგრლივი და რთული საქმეა. მისი განვითარება შეიძლება შევაჩეროთ, ზოგჯერ უკუგანვითარებაც კი შეიძლება მოხდეს, რადგან ათეროსკლეროზი ადრეულ სტადიებზე შექცევადია.

ხალხურ მედიცინაში ბევრი საშუალება არსებობს, რომელიც ამ დაავადების დროს არის რეკომენდებული. ისინი ძირითადად ელასტიურობის აღდგენისა და შენარჩუნების, ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნის, დამცველი ძალების გაძლიერებისკენაა მიმართული.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადებასთან ბრძოლა შედეგს არ მოიტანს და ყველაზე უკეთესო საშუალებებიც კი უსარგებლო იქნება, თუ ორგანიზმი წიდებით იქნება სავსე და არ გათავისუფლდება ტოქსინებისაგან. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, მრავალრიცხოვანი მეთოდებიდან ერთ-ერთის მიხედვით.

გაითვალისწინეთ ეს სასარგებლო რჩევები ათეროსკლეროზის დროს

1. გააქტიურებული ნახშირი კარგად ურთიერთქმედებს ქოლესტერინის მოლეკულებთან გამოყავს იგი ორგანიზმიდან. თუ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 4-6 ტაბლეტ ნახშირს მიიღებთ, შეძლებთ ქოლესტერინის რაოდენობა 40%-მდე დაიქვეითოთ.

2. ებრძოლეთ სიმსუქნეს: რაც მეტია თქვენი სხეულის მასა, მით მეტ ქოლესტერინს
გამოიმუშავებს ის. საუკეთესო საშუალებას მიეკუთვნება დიეტა, რომლის ორი მესამედი შედგება ფაფების, ბოსტნეულის, ხილის და მთლიანი მარცვლეულისაგან. მხოლოდ კალორიების მესამედი უნდა გამომუშავდეს ხორცისა და რძის პროდუქტებისაგან.

3. შეამცირეთ თქვენს რაციონში კვერცხი. ის ქოლესტერინის უზარმაზარ რაოდენობას (თითოეული 275 გრ) შეიცავს. კვირაში მხოლოდ 3-4 ცალი მოიხმარეთ. კერძების მომზადებისას (მაგალითად ომლეტის) ეცადეთ რომ მასში 3-4 კვერცხის ცილა და მხოლოდ ერთი გული იყოს. კვერცხის ცილა შეგიძლიათ უშიშრად მიიღოთ.

4. სიმინდის ქატო (ანაცერი) ეფექტურად აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამიტომ რეკომენდებულია დღეში 1-2 ს. კ.-ის მიღება (საკვებთან ერთად). ასეთი მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ სისხლში ქოლესტერინი 20–30%-ით ქვეითდება.

5. ყოველდღიურად აუცილებელია მიიღოთ ნიორის პატარა კბილი.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები