მან ფეხები რძისა და სოდის ნარევში ჩაასო - შედეგით გაოცებული დარჩა!
თუ თქვენ ეძებთ სამკურნალო საშუალებას მშრალი და გაუხეშებული ფეხებისთვის, მაშინ თქვენ სწორ სტატიას კითხულობთ. ზაფხულში ფეხშიშველი სირბილის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი იყენებს ფეხის დამამშვიდებელ აბაზანებს. რატომ არ ვიყენებთ გამაცოცხლებელ აბაზანას ფეხებისთვის გრძელი ზამთრის შემდეგ? ცოტა ზედმეტი ზრუნვა მოგვცემს თავდაჯერებულობას და სიამაყეს, როდესაც ზაფხულში ისევ ფეხებს ვიშიშვლებთ.
ამ შთამბეჭდავ ხრიკს დასჭირდება მარტივი ინგრედიენტები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ექნებათ შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი თქვენს ფეხებზე.
რძე და საცხობი სოდა არის ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენი ფეხები გამოიყურებოდეს ლამაზად და მოვლილი შეხედულება ჰქონდეს. თქვენ ვერ დაიჯერებთ, რამდენად რბილი და აბრეშუმისებრი ხდება ფეხები, როცა მას გამოიყენებთ.
თქვენ დაგჭირდებათ რძე, საცხობი სოდა და თასი ფეხების ჩასაწყობად.
გაათბეთ ორიდან ოთხ ჭიქა რძე. გახურებული რძე ჩაასხით თასში, რომელშიც ფეხებს მოათავსებთ. ზოგიერთ ქალს მოსწონს რძეში არომატული ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დამატება, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
გააჩერეთ ფეხები თბილ რძეში ხუთი წუთის განმავლობაში. რძე შეიცავს რძემჟავას, რომელიც არის მრავალი ეფექტური და ძვირადღირებული დამატენიანებლის აქტიური ინგრედიენტი. რძე კანს არბილებს და აწვდის მას საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა, მასში შემავალი რძემჟავა მოქმედებს როგორც ამქერცლავი აგენტი.
ხუთი წუთის შემდეგ აიღეთ საცხობი სოდა და შეიზილეთ მთელ ფეხზე. საცხობი სოდა წარმოუდგენელი ბუნებრივი სკრაბია, რომელიც დაგვეხმარება მკვდარი კანის მოშორებაში და არბილებს კანს.
დაასველეთ ფეხები რძეში კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ფეხები და გაიმშრალეთ პირსახოცით. სულ ესაა.
ამ პროცედურის შემდეგ თქვენი ფეხები იქნება ძალიან გლუვი და ფანტასტიკურად რბილი. სასურველია თუ ამ ყეველაფერს ძილის წინ გააკეთებთ.
სცადეთ ეს სასწაულებრივი მეთოდი რძისა და სოდის გამოყენებით და გახდებით ყველაზე ლამაზი და მოვლილი ფეხების პატრონი!