რა უნდა გავაკეთოთ ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში? ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს!

 ბრონქიალური ასთმა ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვლინდება სხეულის ხუთვის პერიოდული შეტევებით. იგი ჩვეულებრივ ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ.

ასთმის შეტევა შეიძლება წარმოიშვას ჰაერთან ერთად შესუნთქულ მცირე ნაწილაკებზე (მტვერი, ფრინველთა ბუმბულის ფრაგმენტები და სხვა) განვითარებული ალერგიული რეაქციის შედეგად. იშვიათად ასეთი მოვლენები აღინიშნება ფიზიკურ გადატვირთვასთან, წამლების აუტანლობასთან, მწერების ნაკბენებთან დაკავშირებით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები იმ ოჯახებიდან, სადაც უკვე ჰყავთ ასთმიანი ავადმყოფი. 4-5 წლის ასაკისათვის უკვალოდ გაუვლის ასთმური შეტევები დაახლოებით იმ ბავშვთა ნახევარს, რომლებმაც ადრეულ ასაკში ასეთი შეტევები გადაიტანეს. დანარჩენს შეტევები უმეორდება და შეიძლება განვითარდეს ალერგიის სხვა ტიპები. თუ ბავშვს მსტვინავი ან გაძნელებული სუნთქვა აქვს, აღენიშნება შეუპოვარი ხველა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი, ასთმით უფრო ხშირად ავადმყოფობენ ბიჭები.

ბავშვებში ასთმის შეტევები გამოირჩევა ფარული პერიოდის არსებობით, რომლის დროსაც ვლინდება სუნთქვის ორგანოთა სისტემების ესა თუ ის გადახრა, მაგალითად, სასუნთქი სისტემის მხრივ შეიძლება აღინიშნებოდეს უხვი, თხიერი გამონადენი ცხვირიდან, ცემინება ან ცხვირის ქავილი, მშრალი ხველა, ფარინგიტის მოვლენები, ნუშურების შესიება და სხვა; ნერვული სისტემის მხრივ – აღგზნებადობა, მოუსვენარი ძილი და სხვა; კუჭ-ნაჭლავის ტრაქტისა და კანის მხრივ – შეკრულობა ან ფაღარათი, გამონაყარი.

ბრონქიალური ასთმის შეტევა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ჩვეულებრივ წარმოიშობა რესპირატორული დაავადებების ფონზე და მხოლოდ იშვიათად პროვოცირდება სტრესული სიტუაციებით. შეტევას თან ახლავს ქოშინი, ხმაურიანი, მსტვინავი სუნთქვა. მისი ხანგრძლივობა მერყეობს რამოდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე ან დღემდე. შეტევის ჩამთავრებასთან ერთად ავადმყოფის მდგომარეობა მსუბუქდება, გამოიყოფა გამჭვირვალე, ქაფიანი, შემდეგ კი სქელი ნახველი, სუნთვა უმჯობესდება.

ბრონქილაური ასთმით დაავადებული ბავშვებისათვის მეტნაკლებად შესაფერისი სპორტის სახეობას მიეკუთვნება ცურვა (თუ ბავშვი ქლორირებულ წყალს იტანს) და თხილამურებით სიარული. თუ ბავშვს აქვს დაავადებული კბილები, აღენიშნება ნუშურების ქრონიკული ანთება, ჰაიმორიტი, ადენოიდები, ამ დაავადებებს გულმოდგინედ უნდა ვუმკურნალოთ. გამოიკვლიეთ ბავშვი ჭიებზე და მათი არსებობის შემთხვევაში ჩაუტარეთ მკურნალობის კურსი. ბრონქიალური ასთმით დაავადებული ბავშვი თავისუფლდება ყოველგვარი აცრისაგან.

თუ ბავშვს პირველად დაემართა ასთმის შეტევა, ნუ ეცდებით თვითმკურნალობას, თუ იცით დიაგნოზი, შეტევის დაწყებისთანავე გამოიძახეთ ექიმი.

– ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჩვენოთ ავადმყოფს თქვენი შეშფოთება და დაბნეულობა.

– წამოაჯინეთ ბავშვი – ასე მას უფრო გაუადვილდება სუნთქვა, ვიდრე წოლით მდგომარეობაში.

– შეტევების მოსახსნელად გამოიყენეთ ბრონქოლიზური საშუალებები. ეს საშუალებები
გამოშვებულია როგორც თხიერი ფორმით, ასევე კაფსულებისა და აეროზოლების სახით.

– თუ სულის ხუთვას თან ახლავს ტემპერატურა, ტკივილები მკერდის არეში, ხიხინები არ
წყდება, წამლების მიღების შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება, გამოიძახეთ ექიმი.

ყველაზე რთული – ასთმური შეტევის გამომწვევი მიზეზების დადგენაა, გარკვეული ნივთიერებაა ეს, თუ რაიმე ცხოვრებისეული სიტუაცია. საჭიროა ბავშვის ჩვევებსა და ქცევებზე ყურადღებით დაკვირვება, ასევე ალერგიული სინჯების გაკეთება.

ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:

-შეინარჩუნეთ სახლში მშვიდი;

– არ დაუშვათ სახლში მოწევა;

– ბავშვის არყოფნის პერიოდში შენობაში ჩაატარეთ სველი წესით დალაგება, გულმოდგინედ გადაწმინდეთ მტვერი;

– ხშირად ცვალეთ საწოლის თეთრეული;

– უარი თქვით ხალიჩებზე და სქელ ფარდებზე;

– მოაშორეთ ავადმყოფს ალერგენის წყარო;

– გაანიავეთ ოთახი, სადაც ავადმყოფი ბავშვი იმყოფება;

– რაც შეიძლება, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე (ოღონდ არა სიცივეში);

– შეტევის დროს გაუკეთეთ ხელებისა და ფეხების ცხელი (40-45 გრადუსიანი) აბაზანები, ინჰალაციები ექიმის მიერ დანიშნული აეროზოლებით.

თუ არ არის შესაძლებლობა მიმართოთ სამკურნალო დაწესებულებას, შეიძლება გამოიყენ ხალხური მედიცინის საშუალებები:

• აიღეთ ვირისტერფას 40 ცალი გამხმარი ფოთოლი, დააყენეთ 1/2 ლიტრ არაყზე მთელი ღამის განმავლობაში. ყოველ საღამოს დააფინეთ ეს ფოთლები ავადმყოფს მკერდზე (ფოთლების რაოდენობა დამოკიდებულია იმ ზედაპირზე, რომელიც ფოთლებით უნდა დაიფაროს) მანამ, სანამ მთელი ფოთლებს არ გამოიყენებთ.

• მეორე მეთოდი: პირველ საღამოს დააფინეთ ბავშვს ერთი ფოთოლი მკერდზე, მეორე საღამოს – ზურგზე, ბეჭებს შორის. გააგრძელეთ ფოთლების მორიგეობით დაფენა მანამ, სანამ მთლიანად არ გამოიყენებთ.

• დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი ვირისტერფას ერთ პეშვ (ერთი ხელისმტევანი) გამხმარ ყვავილს და დააყენეთ მანამ, სანამ ბავშვის სხეულის ტემპერატურას არ მიიღებს. შემდეგ გადაავლეთ ეს ნაყენი ბავშვს და დაზილეთ 1 ს. კ. თაფლისა და ერთი ჭიქა არაყის ნარევით.

• თუ ასთმური შეტევა გამოვლინდა ალერგენის გამოყენების შედეგად, მაშინ იგი შეიძლება 24 საათში ჩაცხრეს შემდეგი დიეტის დაცვით: თითო თავი კერძი ბრინჯის ნახარშისაგან, ხილისგან (არა ყვითელი შფერილობის), ბოსტნეულისაგან (კარტოფილი), ბრინჯისგან ხილის წვენთან ერთად (არა ყვითელი ფერილობის). ყოველ მომდევნო დღეს ამ ძირითად რაციონს დაუმატეთ ახალი კერძი ბავშვის მდგომარეობის კონტროლით.

• ასთმის საწყის სტადიაზე შველის მალამო, მომზადებული დაფხვნილი ასპირინისა და სუფთა ღორის ქონისაგან, თანაფარდობით 1:4. მიღებული მალამოთი დაუზილეთ ბავშვს მკერდი 10 დღის განმავლობაში.

• მოწალეთ მდუღარე წყალში 10 თავი ხახვი და გააჩერეთ სანამ არ დალბება. შემდეგ მოათავსეთ 0,25 ლიტრ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში და კარგად მოსრისეთ, მიღებული პიურე მიეცით თითო ს. კ. დილით და საღამოს. ეს მეთოდი გამოდგება მოზრდილებისთვისაც.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები