ვაშლის ძმარი უნდა იყოს ყველა ოჯახში. მისი სარგებელი უსაზღვროა! გამოიყენეთ იგი წნევის დასარეგულირებლად და გულს კუთის უკეთ მუშაობისთვის..

ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმ სითხის დადებით ეფექტებზე, რომელიც, ვფიქრობ, ყველა ოჯახსი უნდა იყოს. ეს არის ვაშლის ძმარი. ის მდიდარია თავისი შემადგენლობით. გამოიყენება როგორც კერძების გემოს გასამდიდრებლად, ასევე ხალხურ მედიცინასი, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ჩვენ აქ წარმოგიდგენთ მხოლოდ რამდენიმე სარგებელს, რეალურად გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ვაშლის ძმარს ჩვენთვის.

ვაშლის ძმარი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ისასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს, სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, პროთრომბინს დაბლა სწევს, გამოიყეება გასახდომად, ფიგური შენარჩუნების მიზნით.

რამდენად პარადოქსად არ უნდა მოგეჩვენოთ, გულძმარვის დროს, თუ გახსნით 1 დესერტის კოვზ ვაშლის ძმარს ერთ წიქა ნელ- თბილ წაყლში და თუ დალევთ, გულძარვა მოგეხსნებათ.

ეს გახლავთ ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

კუჭნაწლავის პრობლემების დროს, მაგალითად ბაქტერიული დიარეის დროს არის ძალიან კარგი, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

გარეგანი გაოყენების თვალსაზრისით

ხელს უწყობს თმის ბზინვარებას, როდესაც თმებზე გადაილებთ თავის დაბანის შემდეგ წყალში გაზავებულ ძმარს 2:1 თანაფარდობით (2 წილი წყალი, 1 წილი ვაშლის ძმარი), ამის შემდეგ შეიმშრალეთ. დროთა განმავლობაში თქვენი თმა გახდება ბზინვარე. გარდა ამისა, ვაშლის ძმარი ქერტლის მოცილებასაც უწყობს ხელს.

კიდე რა დადებითი ეფეწტი აქვს ვაშლის ძმრის გამოყენებას?

ვაშლის ძმარი სავსეა კალიუმის მარილებით, აქედან გამომდინარე ძალიან კარგია გულის კუნთის მუშაობისთვის, არითმიისთის.

ვაშლის ძმარი ხსნის დაღლილობას, შიმშილის შეგრძნებას, აქვეითებს მადას. მას აქვს ანტიკარცეროგენური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა შლაკებისგან.

ამისათვის გირჩევთ გამოიყენოთ ეს რეცეპტი:

დილით აიღეთ1 ჭიქა ნადგომი წყალი (არ არის აუცილებელი ანადუღარი წყალი იყოს, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი წყალიც გამოგვადგება), რომელშიც უნდა გახსნათ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. აურიეთ კოვზით, რომ მასა თლიანად აერიოს. დალიეთ მიღებული სასმელი უზმოზე ყლუპ-ყლუპად. გააკეთეთ ეს1 თვის მანძილზე. 1 თვის შემდეგ შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი წნევაც და წონაც, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია