რა უნდა გააკეთოთ თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ! ყურადღებით გაეცანით სტატიას!

ვენების ვარიკოზული გაგანიერება – ესაა ვენების დაავადება, რომელიც მათი ზომების გადიდებაში, ფორმის ცვლილებასა და ელასტიურობის შემცირებაში გამოიხატება. ძირითადად ქვემო კიდურების ზედა ვენები ზიანდება, სწორი ნაწლავის ვენური წნულები, საყელოს სისტემისა და სათესლე არხის ვენები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარებას ხელს უწყობს ვენოზურ სისტემაში სისხლის გადინების გაძნელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხზე სისტემატური, ხანგრძლივი დგომით, რაც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან, ორსულობის დროს მენჯის ვენებზე საშვილოსნოს ზეწოლით, მენჯის ვენებში შეგუბებითი მოვლენებით, მაგალითად სისტემატური შეკრულობის, მჯდომარე მუშაობის და სხვათა დროს.

ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ხშირად თრომბოფლებიტამდე (თრომბების განვითარება ვენების კედლებზე) მივყავართ, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ავადმყოფები ჩვეულებრივ უჩივიან ვენების ან მთელი კიდურის გასწვრივ ტკივილს სიარულის დროს; სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში, ღამით ყრუ ან მწვავე ტკივილს, კრუნჩხვებს. გაფართოებული ვენები გამოდიან კანში დაკლაკნილი ჭიის ან კვანძების სახით. დაავადების განვითარების პროცესში ამ ადგილებში კანზე მუქი ყავისფერი ან მუქი ლურჯი ლაქები ჩნდება.

ვენების ვარიკოზის მკურნალობა იმ მიზეზების აღმოფხვრით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ხელს უწყობენ კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას.

მჯდომარე მუშაობის დროს მიზანშეწონილია ყოველ 1,5-2 საათში გაკეთდეს შესვენება. შესვენების დროს უნდა ჩატარდეს რამოდენიმე ფიზიკური ვარჯიში, გარბენი 100-200 მეტრზე ან თუნდაც 10-15-ჯერ ფეხის წვერებზე აწევა.

ამ დაავადების დროს ეფექტურია დაზიანებული ვენების ელასტიური ბინტით გადახვევა. ელასტიური ბინტი უნდა გაკეთდეს დილით, საწოლიდან ადგომამდე, ფეხი უნდა იყოს ამ დროს წამოწეულ მდგომარეობაში, უნდა დაიწყოთ ტერფის თითებიდან და ახვიდეთ ზევით. ქუსლი ღიად უნდა დატოვოთ. ბინტი მუხლამდე ან წვივის ქვედა მესამედამდე დაიხვიეთ. ზოგჯერ ბინტის მაგივრად ელასტიურ წინდას იყენებენ, რომელიც უფრო მოსახერხებელია.

დაავადების მკურნალობაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს სამკურნალო ფიზკულტურა, აუცილებელია გამაჯანსაღებელი სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სიარული, თხილამურები, წოლით მდგომარეობაში ფეხების ნებისმიერი ვარჯიში (შეიძლება ჩაირთოს ძალოვანი ვარჯიშებიც).

დაავადების საწყის სტადიებზე სასარგებლოა დღეში 3-4 ჯერ საყრდენზე აწეული ფეხებით წოლა, არანაკლებ 10 წთ-ისა, რის შემდეგაც ჯდომით ან წოლით მდგომარეობაში რამდენიმე ფიზიკური ვარჯიში უნდა ჩატარდეს. ჯდომით მდგომარეობაში სამუშაო ადგილზეც კი შეიძლება შესრულდეს რაღაც ვარჯიშები, მაგ. ფეხის თითების მოძრა და გაშლა 10-15 ჯერ ნელ ტემპში ან წვივის კუნთების დაჭიმვა და მოდუნება. სასარგებლოა დილის გარბენები, საღამოს გასეირნება და ყველაფერი ის, რაც
ჰიპოდინამიიდან გამოგიყვანთ.

გართულებების განვითარების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად უნდა ჩაიტაროთ ვარიკოზის პროფილაქტიკა. თავიდან უნდა მოიშოროთ ყველაფერი, რაც ნორმალურ სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. სამუშაოს ხასიათის მიხედვით, თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, დაავადებულ ფეხს ჰორიზონტალური ან წამოწეული მდგომარეობა უნდა მისცეთ.

სანამ ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობას დაიწყებდეთ, შემდეგი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:

1. ყოველთვის ეცადეთ, რომ ფეხსაცმელი იყოს მოხერხებული, არ გიჭერდეთ, რომ ფეხმა მასში დაისვენოს. შეძლებისდაგვარად ქალები უნდა მოერიდონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას. ყველა ავადმყოფისათვის (ჯანმრთელისთვისაც, პროფილაქტიკის მიზნით) კარგია ხშირად ფეხშიშველი სიარული.

2 ვენების დაავადების მქონე ადამიანისთვის რეკომენდებულია ელასტიური წინდის ტარება. ეს წინდები ხელს უშლიან ვენების შემდგომ გაფართოებასა და ვენოზურ შეგუბებას.

3. ყოველთვის ადამიანმა, ვისაც ვენების გაგანიერებისაკენ აქვს მიდრეკილება ან უკვე გაუჩნდა დაავადების პირველი ნიშნები, საჭიროა ყურადღება მიაქციოს თავის წონას. მოერიდეთ სიმსუქნეს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.

4. იმდენად, რამდენადაც ქვემო კიდურების ვენები ყველაზე დაშორებულია გულიდან, გულის მუშაობის შესუსტების დროს ისინი პირველ რიგში ზიანდებიან. ამიტომ, უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ გულს, გაუმკლავდეს თავის მძიმე მუშაობას. ამისთვის კი, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ეცადეთ
ფეხები წამოწიოთ. თუ ზიხართ, შეიძლება ფეხები სკამის ან სავრძლის საზურგეზე შემოაწყოთ. თუ წევხართ ფეხებქვეშ მაღალი ბალიში ან მუთაქა დაიდეთ.

5. მოწევა ვენების პირველი მტერია. თუ ეწევით და თქვენი ასაკი ხანდაზმულ ასაკს უახლოვდება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გარანტირებული გაქვთ, კარგია, თუ დაავადებას გართულებები (თრომბოფლებიტი,  ქვემოკიდურების ათეროსკლეროზი) არ ახლავს თან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენს სიცოცხლეს რისკქვეშ აყენებთ.

თუ ხედავთ, რომ ცვლილებები გაქვთ ვენებში, თქვენი ცხოვრების წესს გადახედეთ. მეტი
ისეირნეთ, სპორტით დაკავდით, შეზღუდეთ კვება და მოერიდეთ ჰიპოდინამიას.

ხალხური რეცეპტები ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

• გარეცხეთ ცივი წყლით საშუალო ზომის სამი ცალი ანტონოვკის ჯიშის ვაშლი. ჩააწყვეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 სთ. მჭიდროდ შეფუთეთ. სვით ყოველდღე 50 50 მლ დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. ნაყენი დაამზადეთ და მიიღეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

• სტაფილოს მიწისზედა ნაწილის (მკლავი, ფოთოლი) ნახარში ჩაის ან წყლის მაგივრად უნდა სვათ ყველა სახის ვარიკოზისა და თრომბოფლებიტის დროს.

• მუსკატის კაკალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზისა და თრომბოფლებიტების მკურნალობის დროს. გახეხილი კაკალი არაყზე უნდა დააყენოთ და ხანგრძლივად სვათ. 200 გრ კაკალი 1 ლ არაყზე დააყენეთ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და 25-25 წვეთი მიიღეთ 3-4 ჯერ დღეში.

• ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებსა და კვანძებში 6%-იანი ვაშლის ძმრის შეზელვა ამცირებს ვენების გაგანიერებას.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები