ცოტა ხნის წინ ნაწლავის დისბაქტერიოზი მაწუხებდა. მე მის სამკურნალოდ ეს გამოვიყენე! მე დღემდე ვემადლიერები მას..

დისბაქტერიოზი არის ადამიანის ნაწლავის მიკროფლორის რაოდენობის დისბალანსი, ანუ ორგანიზმში, ნაწლავში პათოგენური (მავნე) და ფიზიოლოგიური (სასარგებლო) მიკროფლორის თანაფარდობის დარღვევა.

დისბაქტერიოზის დროს ფერხდება საკვების გადამუშავება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ათვისების პროცესი. გამოყოფის შეფერხების დროს საკვები იწყებს ლპობას ნაწლავებში, მავნე პროდუქტები შეიწოვება ნაწლავების კედლიდან და ხვდება სისხლში, შედეგად ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა), რომელსაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე და რიგი ორგანოების ანთებით დაავადებამდე მივყავართ.

დისბაქტერიოზი შეიძლება გახდეს ანემიის, ქრონიკული გადაღლის, ბრონქიალური ასთმის, ეგზემის მიზეზი, მან შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე, ხანდახან ფსიქიკურ მოშლილობამდეც კი.

ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობების გადახრები საფუძველს გვაძლევს რომ დისბაქტერიოზის არსებობა ვივარაუდოთ.

  1. მუცლის ხშირი ყურყური.
  2. საკვების მიღების მიუხედავად შიმშილის შეგრძნება.
  3. მეტეორიზმი.
  4. არასაიამოვნო სუნი პირიდან, რომლის მოშორება ძალიან ძნელია.
  5. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა.
  6. თმის ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია.
  7. კანის ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭების მომრავლება.
  8. დილით გამოფხიზლების გაძნელება.
  9. უმიზეზო დაღლილობა.
  10. მუდმივი გაღიზიანებადობა და ა.შ.

ჩამოთვლილი ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათის ჩივილებიდან უმრავლესობას თუ შენიშნავთ, საკუთარ კუჭ-ნაწლავს ყურადღება მიაქციეთ.

დისბაქტერიოზის დროს აუცილებელია სასარგებლო ბაქტერიების მიღება, რომ აღდგეს ბუნებრივი წონასწორობა ორგანიზმში.

შედეგად თავისთავად ქრება ბევრი დაავადება, რომელიც ავადმყოფს წლების განმავლობაში აწუხებს.

დღეისთვის არსებობს ტრადიციული პრეპარატები, რომელიც წარმატებით გამოიყენება მედიცინაში: ლაქტობაქტერინი, ბიფიდობაქტერინი და ა.შ., რომლებიც დიდი რაოდენობით ბაქტერიებს შეიცავენ.

ლაქტობაქტერია შეიძლება საკვები პროდუქტებიდან მიიღოთ. ყველაზე მეტად რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს მაწონი, ნატურალური იოგურტი, კეფირი.

ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას ახდენს ჭარხლის მარინადი (მწნილი).

მისათვის სუფრის ჭარხალი გარეცხეთ, მოხარშეთ, მოაცალეთ კანი, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, მოათავსეთ ქილაში, დაასხით გაგრილებული მარინადი, ქილას დაახურეთ, დადგით გრილ ადგილას. მარინადი შემდეგნაირად მზადდება: 1 კგ ჭარხალზე საჭიროა 1 ლ წყალი, 2 ჭიქა ვაშლის ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი + ს.კ. შაქარი, 10 ც შავი პილპილის მარცვალი, 6 ც მიხაკის კვირტი, 2 დაფნის ფოთოლი. მარინადი წარმოადუღეთ და გააცივეთ. მიიღეთ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.

დისბაქტერიოზის, ნაწლავთა ატონიის, კუჭ-ნაწლავში ლპობითი პროცესების დროს კარგია ნიორი.

ვახშმის წინ შეჭამეთ 1-2 კბილი ნიორი, მიაყოლეთ მაწონი. შეიძლება მომზადდეს ნივრის სპეციალური ნაყენი: 200 გრ ნიორი გაფცქვენით, დანაყეთ, დაასხით 1 ლ არაყი, დადგით 30 გრადუს ტემპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში, კარგად თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3 ჯერ დღეში.

სასარგებლოა ნივრის ზეთის გამოყენება:

საშუალო ზომის ნიორი გაფცქვენით, მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით 200 მლ მცენარეული ზეთი, მოათავსეთ მაცივარში 10 სთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, მიღებამდე დაუმატეთ იმავე რაოდენობის ლიმონის წვენი. მკურნალობის კურსი 1-3 თვეა. შესვენება 1 თვე, შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ეს საშუალება კარგია სისხლძარღვთა გასაფართოვებლად, კარგად ხსნის სპაზმს თავის ტვინის სისხლძარღვებში, გულის სპაზმს, სულის ხუთვას, გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს.

დიზბაქტერიოზის დროს სასარგებლოა ნიახურის ახალგამოწურული წვენის მიღება. საკმარისია 1-2 ჩ.კ. დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები