ეს ხრიკი ჩემ მეზობელმა მასწავლა, ამის შემდეგ ჩემი სარეცხი ბევრად უფრი თეთრი და სუფთაა. გირჩევთ თქვენც სცადოთ..

ერთხელ ჩემი მეზობელიჩემთან იყო შემოსული და ვსაუბრობდით. ამავდროულად სარეცხიც შეყრილი მქონდა გასარეცხად. როდესაც გაირეცხა გასაფენად გამოვიღე და ჩემი საყვარელი თეთრი ზედა არ იყო ისე ქათქათა როგორიც მინდოდა. ამის დანახვაზე ჩემმა მეზობელმა რაღაც ხრიკები მასწავლა.

რატომღაც არ მჯეროდა ამ ხრიკების, მაგრამ შემდეგ გარეცხვაზე ის მაინც ვცადე. არ დაიჯერებთ ხალხნო ისეთი შედეგი მივიღე. თვალებს არ ვუჯერებდი. ძალიან მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ხრიკები.

ალბათ იტყვით, სუპერმარკეტებში უამრავი საშუალება არსობობს ტანაცმლის გასათეთრებლადო, მაგრამ მე მაინც ხალხური მეთოდების გამოყენება ვარჩიე, მათ არაქვთ არანაერი ქიმიური შემადგენლობა, რაც თავისთავად რაღაც მხრივ დაცულს მხდის კანის ალერგიისგან.

სცადეთ ეს ხრიკი და დაივიწყებთ თქვენს ჩვეულებრივ სარეცხი საშუალებებს, რომლებიც სრულიად ქიმიური შემადგენლობისაა და სავსეა ტოქსინებით.

საცხობი სოდა

გახსენით ერთი ჭიქა საცხობი სოდა 4 ლიტრ წყალში და დაასველეთ ტანსაცმელი ხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს ხრიკი ტანსაცმლის პირვანდელ ფერს დაუიბრუნებს და ლაქა გაქრება.

გაყვითლებული ტანსაცმლიდან სიყვითლის მოსაცილებლად:

შეურიეთ 1 წილი ძმარი 12 წილ წყალს, მასში მოათავსეთ ძველი გაყვითლებული ტანსაცმელი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. ამგვარად მოაცილებთ სიყვითლეს თეთრ ტანსაცმელს.

ქსოვილის დამარბილებელი

ქსოვილის დასარბილებლად დაამატეთ 1/8-1/4 ჭიქა თეთრი ძმარი თქვენს გამრეცხვის დისპენსერში და თქვენი ტანსაცმელი და პირსახოცები კვლავ რბილი და ფუმფულა გახდება, ისეთი როგორიც პირველად იყიდეთ.

გამოიყენეთ ჩვეულებრივი ასპირინი ტანსაცმლიდან ლაქების მოსაშორებლად

დააქუცმაცეთ 6 ასპირინის ტაბლეტი და ჩაყარეთ ისინი წყალში. ასპირინიან წალში ჩაალბეთ ლაქებიანი ტანსაცმელი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი ფხვნილით. ამ მეთოდის გამოყენებით უსიამონო ლაქები სრულიად ამოვა. ისიამოვნეთ თოვლივით თეთრი ტანსაცმლით.

გამოიყენეთ ეს ხრიკები თქვენც და დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დარჩებით შედეგით. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს.

Facebook კომენტარები