თითების ართრიტის დროს გამოიყენეთ ეს ვარჯიშები.. დაგეხმარებათ..

მიუხედვდ იმისა, რომ სამედიცინო ტენოლოგიები დღითიდღე ვითარდება, თითების ართრიტის ტანვარჯიში კვლავ რჩება ამ დაავადების მკურნალობის მნიშვნელოვან და საკმაოდ ეფექტურ მეთოდად. ამ ვარჯიშების მიზანია ხელი შეუწყოს მკურნალობის ძირითადი მიზნების მიღწევას, რაც არის სახსრების ტკივილისა და ანთების მოხსნა.

ამ სტატიაში გაეცნობით ვარჯიშებს, რომლებიც განკუთვნილია წვრილი სახსრების-ხელის სახსრების ართრიტის სამკურნალოდ. მისი დღეში 6-7-ჯერ გამეორება სრულიად საკმარისია, რომ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა. ეს იწვევს ანთებითი აქტივობის შემცირებას. რის შედეგადაც სახსრის ღრუებში და პერიარტიკულარულ ქსოვილებში დაგროვილი სითხე შეიწოვება.

თითების ართრიტის სამკურნალო ვარჯიშები უნდა შესრულდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს ტკივილი.

ცერის სახსრის ართრიტი ძალიან ხშირია. ეს შეიძლება იყოს სისტემური პროცესის დასაწყისი ან იზოლირებული სახსრის დაზიანება მხოლოდ ერთ მკლავზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარჯიშები ტარდება ყველა თითზე და ორივე ხელზე.

როგორც წესი, ეს სავარჯიშოები ძალიან მარტივია, თითოეული მათგანი კეთდება 6-12-ჯერ, სახსრებისა და შეგრძნებების მდგომარეობიდან გამომდინარე. თავიდან შესაძლოა გაძნელდეს ზოგიერთი მოძრაობის შესრულება, მაგრამ დროთა განმავლობაში სახსრები ვითარდება, მატულობს მოძრაობების ამპლიტუდა, იზრდება მათი სიზუსტე.

ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარებათ თითების ართრიტის დროს

მუშტის შეკვრა-ეს ძალიან მარტივი სავარჯიშოა, ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამით ვარჯიშის დაწყება.

თითის შეხება- ცერა თითის წვერი რიგრიგობით შეახეთ ყველა სხვა თითს.

თითების გაშლა- ხელები დადეთ მაგიდაზე, გაშალეთ და შეაერთეთ თითები. შეასრულეთ რაც შეიძლება მეტი ძალისხმევით.

თითის აწევა- ხელები დაალაგეთ მაგიდაზე, შემდეგ აწიეთ და ჩამოწიეთ თითოეული თითი.

თითის როტაცია– ეს სავარჯიშო წინა ვარჯიშის მსგავსია, მაგრამ აქ არა მხოლოდ თითებს უნდა ასწიოთ, არამედ ატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით ან მის საწინააღმდეგოდ.

ბურთის ვარჯიშები– მაგიდაზე შეასრულეთ წრიული მოძრაობები ბურთით, ბურთი დადეთ მაგიაზე და ხელის გული დაადეთ მას, წრიული მოძრაობით ატრიალეთ ბურთი მაგიდაზე. ამას ვაკეთებთ სხვადასხვა მიმართულებით ორივე ხელით, მონაცვლეობით.

ამ ვარჯიშების შესასრულებლად კარგია ჩოგბურთის ბურთი ან მსგავსი ზომის ბურთი.

როგორც ხედავთ, ეს ვარჯიშები არ თუ ისე რთულია, თუმცა მათი რეგულარული შესრულება ხელს უწყობს სახსრების მდგომარეობისა და მათი ფუნქციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

Facebook კომენტარები