ამ მეთოდით თქვენ მოიშორებთ თვალებს გარშემო არსებულ ცხიმგროვებს! ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდები..

ზოგიერთ ადამიანს თვალების გარშემო უგროვდებათ პატარ-პატარა ცხიმგროვები. იგი ვითარდება კანის ქვეშ, როგორც წესი, შიდა ზედა ქუთუთოზე. მათ, ვისაც აქვთ შედარებით მაღალი ქოლესტერინი ან დიაბეტი, უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ცხიმგროვა გაუჩნდეთ. ის ასევე უფრო ხშირია 40-60 წლის ადამიანებში.

საბედნიეროდ, ეს პრობლემა არ იწვევს ტკივილს ან ქავილს, მაგრამ შეიძლება ხელი შეუშალოს მხედველობას, თუ რელიეფი საკმარისად დიდი გახდება.

იმისთვის, რომ მოიშოროთ ეს პრობლემა, ჯერ მისი გამომწვევი მიზეზი უნდა იპოვოთ და მისი მოგვარება დაიწყოთ. თუ ეს პრობლემა გამოწვეულია ქოლესტერინის მაღალი დონით, უნდა ეცადოთ მის შემცირებას.

ამავდროულად თქვენ შეგიძიათ გარედანაც ებრძოლოთ ამ პრობლემას ხალხური რეცეპტებით.

საშუალებები, როლებიც დაგეხმარებათ თვალების ირგვლივ ქოლესტერინის დეპოზიტების გაქრობაში არის:

ვაშლის ძმარი, აბუსალათინის ზეთი, ნიორი და ხახვი.

მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ვაშლის ძმარი

თუ თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი და მის გამო გაქვთ თვალების გარშემო ცხიმგროვები, ვაშლის ძმარი საუკეთესო გამოსავალია.

ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას. ის ათხელებს ქოლესტერინს და ცხიმს და ასევე ეხმარება ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.

დაასველეთ ბამბის დისკი ვაშლის ძმარში და დაიდეთ ცხიმგროვებზე. ტამპონი დაიმაგრეთ  წებოვანი ლენტით. 2 საათის შემდეგ მოიშორეთ საფენი და ჩამოიბანეთ დაზარალებული ადგილი თბილი წყლით. გააკეთეთ ეს დღეში რამდენჯერმე.

შენიშვნა: თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, გამოყენებამდე ვაშლის ძმარი გააზავეთ წყალში.

აბუსალათინის ზეთი

ცხიმგროვების კიდევ ერთი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა აბუსალათინის ზეთი. აბუსალათინის ზეთში შემავალი რიცინოლეინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის დეპოზიტების შეკუმშვას.

დაასველეთ ბამბის დისკი აბუსალათინის ზეთში. წაისვით დაზიანებულ ადგილზე თვალების დახუჭვის გარეშე. შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და, თუ შესაძლებელია, დაამაგრეთ ბამბის ტამპონი ბინტით ან წებოვანი ლენტით. გაიჩერეთ მთელი ღამით და მეორე დილით გაიწმინდეთ დაზიანებული ადგილი თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად, სანამ შედეგით კმაყოფილი არ იქნებით.

ნიორი

დაჭერით ნივრის კბილი პასტის მისაღებად. მიღებული პასტა წაისვით დაზიანებულ ადგილზე და დაიმაგრეთ მარლით, რომ ნიორი არ მოშორდეს თვალებს. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში.

შენიშვნა: არ გამოიყენოთ ნიორი კანზე დიდი ხნის განმავლობაში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ საერთოდ მოერიდეთ მის გამოყენებას.

ხახვი

დაჭერით ერთი ცალი ხახვი და სუფთა ბინტის დახმარებით გამოწურეთ წვენი. წვენს დააყარეთ ცოტა მარილი და გააჩერეთ რამდენიმე საათით. ძილის წინ მიღებული ნაზავი წაისვით დაზიანებულ ადგილზე, ნაზად შეიზილეთ და დატოვეთ ღამით. მეორე დილით დაიბანეთ ადგილი თბილი წყლით. გაიმეორეთ ყოველდღიურად.

Facebook კომენტარები