აი რა უნდა გააკეთოთ მხედველობის ასაკობრივი გაუარესების დროს! ეს ყველას გაოგადგებათ..

მხედველობის ასაკობრივი გაუარესეტ კრესტიოპია 40 წლის შემდეგ ვითარდება. ითვლება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც დაკავშირებულია მთელი ორგანიზმის დაბერებასთან. უბრალოდ გამოუწერენ ხოლმე სათვალეს, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ უფრო ძლიერი სათვალით ცვლიან სხვათაშორის, არამარტო მისი თავიდან აცილების შესაძლებელი, არამედ სრულიად განკურნებაც ადრეულ სტადიაზე ამაში თქვენ დაგეხმარებათ დიეტა და სპეციალური ვარჯიშო.

დადგენილია, რომ პრესბიოფიის მთავარი მიზეზი არასწორი კვებია, რომლის დროსაც ორგანიზმში ჩნდება ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი, ამიტომ აუცილებელია რაციონში ჩართოთ A, B, C ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით მდიდარი პროდუში.

ვიტამინი A– ღვიძლი, კვერცხის გული, თევზი, კარაქი, ყველი, სტაფილო და სტაფილოს წვენი, ტკბილი წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ისპანახი, მჟაუნა, სალათის ფოთოლი, გარგარი (სტაფილოს წვენი ბევრი არ მოგივიდეთ: დიდი რაოდენობით ის უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე, ამიტომ დღეში შეიძლება დალიოთ არაუმეტეს 5 ჭიქისა) .

B ჯგუფის ვიტამინები ბევრია ხორცში, რძეში, ყველში, ხაჭოში, ჭვავის პურში, ახლადაღმოცენებულ ხორბალში, ბოსტნეულში, პარკოსნებში, სოიოში, კარტოფილში, თხილში და ნიგოზში.

C ვიტამინის ნამდვილი საბადოა ასკილი და ცირცელი, ციტრუსები, ცვი, წითელი წიწაკა, თეთრთავიანი კომბოსტო, პომიდორი.

კალიუმს შეიცავს: გარგარი, ქიშმიში, კურაგა, ნესვი, ნიახური, თაფლი, ვაშლის ძმარი.

ფოსფორს შეიცავს: თავზი და ზღვის პროდუქტები.

რკინას შეიცავს: მჟავე ჯიშის ვაშლი.

მთავარია, რომ საკვები არამარტო სასარგებლო იყოს, არამედ მრავალფეროვანიც, კვირაში ერთხელ კი ძალიან სასარგებლოა შიმშილობა.

თუმცა სწორად კვება არასაკმარისია თვალის კუნთის გასაძლიერებლად. საჭიროა ყოველდღე შეასრულოთ შემდეგი ვარჯიშები.

1. შავი ფურცლისგან გამოჭერით 5 მმ დიამეტრის წრე და მიაკარით ფანჯრის მინაზე, თვალის ზომაზე. დადექით 30 სმ-ის დაშორებით ფანჯრიდან, მარცხენა თვალზე დაიფარეთ ხელისგული (თვალი არ დაჭიმოთ!), მარჯვენა თვალით კი 10 წამი უყურეთ წრეს, შემდეგ 10 წამი იყურეთ შორს და შეეცადეთ, რომ მკაფიოდ დაინახოთ საგნები. შემდეგ მეორე თვალი დახუჭეთ და სავარჯიშო გაიმეორეთ. პირველ დღეს ივარჯიშეთ მხოლოდ 5 წუთი, შემდეგ ყოველ დღე თითო წუთი დაუმატეთ და 15 წუთამდე ადით.

2. დადექით ფანჯრიდან 2–2,5 მეტრის მანძილზე. ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელებით გააკეთეთ დოინჯი. სხეული გადახარეთ მარჯვნივ და ერთი წამით მხედველობა დააფიქსირეთ რაიმე საგანზე მარჯვენა მხარეს (სურათი, ბრა და ა.შ.), შემდეგ ანალოგიურად გააკეთეთ იგივე მარცხნივ. გაიმერეთ ეს ვარჯიში 20-30 ჯერ.

3. აიღეთ პატარა ბურთი და 30-40 ჯერ ააგდეთ ის ზევით 30-50 სმ-ზე, თან თვალი გააყოლეთ.

4. აიღეთ წვრილი შრიფტით დაწერილი წიგნი და იკითხეთ ის 10-15 წუთი დღეში, თავიდან კარგ განათებაზე, შემდეგ კი ბუნდოვან შუქზე.

ექიმები თვლიან, რომ თვალის ნაადრევად დაბერების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანი ასაკთან ერთად ნაკლებად აპაჭუნებს თვალს. პაჭუნის დროს თვალის კუნთები დუნდებიან და ისვენებენ, ამის შედეგად კი თვალის ქსოვილში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

Facebook კომენტარები