წაისვით ქოქოსის ზეთისა და სოდის ნარევი სახის კანის გასაწენდად და გასაახალგაზრდაებლად! შედეგი ძალიან მოგეწონებათ..

ყველაზე ნაზი კანი ადამიანის ორგანიმში არის სახის კანი. მას ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება და ოვლა. ამისათვის მხოლოდ რეგულარული დაბანა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის იყოს რბილი, ბზინვარე და გამჭვირვალე, საჭიროა უფრო მეტი ყურადღების მიქცევა.

კოსმეტიკურ პროდუქტებში გამოყენებული მავნე ქიმიკატების უმეტესობა მავნეა ჩვენი კანისთვის, მათ შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი მოვლენები.

იმის გამო, რომ თავიდან ავირიდოთ ქიმიური შემადგენლობის მქონე კოსმეტიკის გვერდითი ეფექტები და ამავე დროს ვიზრუნოთ ჩვენი კანის სიჯანსაღეზე, კარგი საშუალება იქნება თუ გამოვიყენეთ ხალხურ საშუალებებს. ისიი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც თავისთავად გვიცავს (ქიმიური კოსმეტიკასთან შედარებით) სხვადასხვა გვერდითი მოვლენისგან.

მეორეს მხრივ, ბუნებრივი საშუალებები უკეთეს ეფექტს იძლევა, რის გამოც ჩვენ გთავაზობთ საცხობი სოდასა და ქოქოსის ზეთის შემდეგ კომბინაციას. ისინი ხელმისაწვდომია, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს და ძალიან სასარგებლოა.

როგორ უნდა მოვამზადოთ სახის ძლიერი, მაგრამ ნაზი გამწმენდი საშუალება?

მოათავსეთ საცხობი სოდა პატარა თასში და დაამატეთ მას ქოქოსის ზეთი. კარგად აურიეთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თუ ამ ნარევს იყენებთ კანის სკრაბად, გამოიყენეთ ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით, ხოლო მგრძნობიარე კანის შემთხვევაში შეურიეთ 2 წილი ქოქოსის ზეთი და 1 წილი სოდა.

მკურნალობის შემდეგ კანი გახდება ბზინვარე, გლუვი, რბილი და სუფთა. პროდუქტი შესანიშნავია მშრალი და უხეში კანისთვის.

ქოქოსის ზეთი ეფექტურად მკურნალობს კანის პრობლემებს და ამშვიდებს სიწითლეს, აკნეს და ნაწიბურებს.

ქოქოსის ზეთი არის შესანიშნავი დამატენიანებელი და კარგი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამიტომ მისი გამოყენება ეგზემისთვისაცაა შესაძლებელი.

ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული და დამატენიანებელი თვისებების კომბინაცია ამ პროდუქტს მართლაც უნიკალურს ხდის.

მისი ანტიბაქტერიული თვისებები ხსნის ფორებს და აღმოფხვრის მიკრობებს, ხოლო საცხობი სოდა ებრძვის ანთებას, ამცირებს აკნეს ზომას, ამშვიდებს პრობლემურ კანს და არეგულირებს კანის pH-ს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან pH-ის დისბალანსი აკნეს და კანის სიმშრალის გამომწვევ მიზეზებს შორისაა.

Facebook კომენტარები