ამის გამოყენებიდან 2 კვირაში სახის კანი გამოიყურება 2-3 წლით ახალგაზრდულად! გამოიყენე და ამაში თავად დარწმუნდები!
ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი გაივლის. ყველა არ არის მზად, შეეგუოს ტონუსის დაკარგვას, ნაოჭებს და კანის დაბინდულ ფერს, რაც არამარტო რეალურ ასაკს (რაც თავისთავად ისედაც არასასიამოვნოა), არამედ ვიზუალურად კიდევ რამდენიმე წელი შემატებს მას.
კანის ქრონობიოლოგიური დაბერების გამოვლინება შესამჩნევი ხდება 30-35 წლის შემდეგ. მანამდე აშკარა ნიშნები გაცილებით ნაკლებად არის შესამჩნევი და, როგორც წესი, გამოწვეულია უარყოფითი გარე პირობების გავლენით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პროვოცირების პროცესები გაცილებით ადრე იწყება. სქესობრივი მომწიფებიდან დაწყებული, ადამიანის ორგანიზმი ყოველწლიურად კარგავს კოლაგენის დაახლოებით ერთ პროცენტს, რაც საბოლოოდ იწვევს უარყოფით ეფექტს, რომელიც გამოიხატება შემდეგი ფორმებით:
ელასტიურობის დაკარგვა;
სახის ნაოჭების გამოჩენა;
მგრძნობელობის მკვეთრი გაზრდა;
მკაფიო კონტურების დაკარგვა;
ტუჩების და თვალების კუთხეების პოზიციის დამახინჯება.
დაგროვილი ცვლილებების დაუყოვნებლივ შემჩნევა შეუძლებელია, რაც დროულ კორექტირებას ართულებს. თუ სარკეში თქვენი ანარეკლი ნაკლებად მიმზიდველი გახდა, უნდა იფიქროთ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
სწორედ ამისთვის ჩვენ გთავაზობთ საშუალებას, რომლის მომზადებაც შესაძლებელია სახლის პირობებში. ეს არის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი.
აი რა დაგჭირდებათ ამისთვის:
- ხმელი კელპი (მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში).
- ცხელი წყალი
- რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი (ცხიმიანი კანისთვის)
მომზადება და გამოყენება:
2-3 ჩაის კოვზი ხმელი კელპი ჩაყარეთ ჭიქაში და ზემოდან დაასხით 4-5 ჩაის კოვზი მდუღარე წყალი, მოურიეთ სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ, დააფარეთ ზემოდან თეფში და გააჩერეთ ორთქლზე 5-10 წუთის განმავლობაში.
მთავარია ბევრი წყალი არ დაასხათ, თორემ მოგვიანებით სახეზე წასმა გაგიჭირდებათ – ნარევი ჩამოგეღვენთებათ.
დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი (ცხიმიანი კანისთვის), ან რამდენიმე წვეთი არარაფინირებული მცენარეული ზეთი ან A ან E ვიტამინის ზეთის ხსნარი (მშრალი კანისთვის). მოურიეთ და თითებით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ მასა 20-25 წუთის განმავლობაში.
დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიძინეთ. კვირაში 3-4-ჯერ ნიღბის გაკეთების შემთხვევაში კანი დაიწყებს ბზინვას, უფრო მკვრივი გახდება და ახალგაზრდულად გამოიყურება.