დაიკელი წონაში ზედმეტი ძალისხმევისა და სტრესის გარეშე! ეს მეთოდი ყველაზე კარგია..

ალბათ ჩემსავით ბევრი ადამიანია, ვინც ყოველ ორშაბათს იწყებს დიეტას. აქამდე რაც კი დიეტა გამიგია ან წამიკითხავს ყველაფერი ვცადე. მაგრამ ისინი იმდენად რთული შესასრულებელი მეჩვენებოდა, რომ ბოლომდე ვერ ვიცავდი. გარდა ამ დარღვევებისა ძალიან ვისტრესებოდი.

ზოგი დიეტა, რომელიც დავიცავი და ცოტათი მაინც მომცა შედეგი, დიეტის დასრულების შემდეგ ორმაგ წონას მმატებდა. ეს ფსიქოლოგიურად მანადგურებდა.

ამის პარალელურად, დიდი წონის გამო, შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. რა დიეტა აღარ ვცადე მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო და უფრო მიუარესებდა წონას.

ბოლოს ინტერნეტში წავიკითხე ერთი სტატია, სადაც ცნობილი დიეტოლოგი ურჩევდა მკითხელებს წონაში დასაკლებად წყლის დალევის რეჟიმის დაბალანსებას.

გადავწყვიტე ეს მეთოდიც მეცადა, და მეც შევუდექი მის გამოყენებას.

დიეტა შემდეგნაერად იწყებოდა:

  • დილით, გაღვიძებისთანავე უნდა დალიოთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი (პროპორცია: ნახევარი ლიმონის წვენი ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი).
  • ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.
  • ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით საუზმე.
  • ამოიღეთ ყოველგვარი გაზიანი სასმელი, ტკბილი და ცომეული.
  • დღის განმავლობაში დალიეთ წყალი (არ არის სავალდებულო ორი ლიტრი წყალი დალიოთ. თქვენი წონა გაამრავლეთ 0,03 და რასაც მიიღებთ იმდენი წყალი უნდა დალიოთ)
  • ეცადეთ დაძინებიდან 3 საათის განმავლობაში არ მიიღოთ არანაერი წყალი და არანაერი საკები.

დაიცავით ეს წესები და ჩემს მსგავსად თქვენც გაიხარეთ გულები. სჯობს ნელ-ნელა დაიკლოთ წონაში და გარანტირებული შედეგი გქონდეთ, ვიდრე სწრაფად დაიკლოთ და მალევე აკრიფოთ დაკლებული წონა.

Facebook კომენტარები