ამ 2 ინგრედიენტით თქვენ სამუდამოდ გაისუფთავებთ ფორებს და თქვენი სახე იქნება უფრო სუფთა, ვიდრე ოდესმე!
ბევრ ჩვენგანს აქვს გაფართოებული ფორები. ეს არის არამარტო ცხიმიანი კანის მქონე ადამიანების პრობლემა, არამედეს მათთვის, ვისაც აქვს დიდი t-ზონა. რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს ფორები შორს არის გაქრობისა და შეკუმშვისგან და ძალიან ადვილი შესამჩნევია გარშემომყოფებისთვის.
ფორების შევიწროების კოსმეტიკური საშუალებები არც თუ ისე ეფექტურია. თუმცა, არსებობს ერთი საშინაო საშუალება, რომელიც ერთადერთი გზაა ამ გიგანტური პორების მოსაშორებლად.
თქვენ უბრალოდ უნდა გამოიყენოთ რამდენიმე ინგრედიენტი და ისინი დაგეხმარებათ დაემშვიდობოთ გაფართოებულ ფორებს.
კიტრი, ვარდის წყალი და ლიმონი
ეს არის ძლიერი კომბინაცია, რომელიც დაგეხმარებათ ფორების შეკუმშვაში. ჯერ კიტრი გაასუფთავეთ და ხორციანი ნაწილი დააბლენდერეთ. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ვარდის წყალი და 3-4 წვეთი ლიმონის წვენი და შეურიეთ კიტრს და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. ის მთლიანად უნდა გაშრეს და როგორც კი გაშრება, სახე კარგად ჩამოიბანეთ. თქვენი სახე ელასტიური და რბილი გახდება, ფორები კი ძალიან მცირე გახდება.
ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა
ერთ ჭიქაში შეურიეთ ორი კვერცხის ცილა რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენთან. უნდა მიიღოთ სქელი პასტა და წაისვით სახეზე. პასტა გაიჩერეთ 15 ან 20 წუთი. დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ სახე. ეს არის ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ მოიცილოთ ყველა მკვდარი კანი, ზედმეტი ცხიმი და გაგიმკვრივებთ ფორებს.
ლიმონის წვენი და პომიდორი
აიღეთ ორი პომიდორი და გახეხეთ. დაუმატეთ მათ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ურიეთ სანამ არ მიიღებთ სქელ პასტას. წაისვით პასტა სახეზე, ძირითადად დაზიანებულ ადგილებში. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და ბოლოს ჩამოიბანეთ წყლით. ლიმონსა და პომიდორში შემავალი მჟავის გამო სახიდან ცხიმოვანი ცხიმი მოიხსნება და გექნებათ ჯანსაღი ფორები.
ლიმონის წვენი და ანანასი
შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ანანასის წვენი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. აიღეთ მსუბუქი ქსოვილი, დაასველეთ ამ ნარევში და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ ეს სახეზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე. ანანასი შეიცავს უამრავ ფერმენტს და გასაოცარი საშუალებაა გაფართოებული ფორების შესამცირებლად. ლიმონის წვენი იმოქმედებს როგორც შემკვრელი მჟავიანობის გამო.