ხელნაკეთი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით. არ გადადო მისი გამოყენება!

ეს ხელნაკეთი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელნაკეთი კოსმეტოლოგიური ნიღაბი.

სამწუხაროდ, ჩვენი კანი მიდრეკილია დაბერებისკენ. ეს პროცესი გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით: 

ცუდი ეკოლოგიური გავლენით

მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით

არაჯანსაღი ცხოვრების წესით

არასრულფასოვანი კვებით

სტრესით.

გარდა მემკვიდრეობითობისა და ასაკისა, კორექტირებას ექვემდებარება ზემოთ აღნიშნული ყველა ფაქტორი.

ამ სტატიით გვინდა გაგაცნოთ ნაოჭების საწინაღმდეგო ნიღაბის რეცეპტი, რომელსაც ბოტოქსის ეფექტი აქვს. 

სახლის ბოტოქსის მთავარი უპირატესობებია:

სახის ეფექტური ლიფტინგი

ეპიდერმისის მნიშვნელოვანი გაახალგაზრდავება

ღრმა კვება

კანის მთლიანი ჯანმრთელობის აღდგენა.

თავად მოამზადეთ ეს გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ეს ხელნაკეთი ბოტოქსის ნიღაბი საშუალებას აძლევს კუნთებს ოდნავ მოდუნდეს და შედეგად ნაოჭები გასწორდეს. მას აქვს კანის დატენიანებისა და კვების მაღალი უნდარი, რაც ნაოჭებს ნაკლებად გამოხატავს, მცირე ნაოჭებს კი მთლიანად აქრობს.

საჭირო ინგრედიენტებია:

დაახლოებით ასი გრამი ბრინჯი,

ასი გრამი მარწყვი,

ორი ჭიქა წყალი

ერთი კვერცხის გული

ერთი ჩაის კოვზი სოდა

მომზადება:

ბრინჯი და მარწყვი გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაამატეთ მას წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც მოიხარშება მასა, გადაიტანეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ სითხეს დაუმატეთ ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი სოდა. კარგად აურიეთ რომ ყველა ინგრედიენტი გაერთიანდეს.

გამოყენება:

მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე წრიული მოძრაობით და გაიჩერეთ დაახლოებით ოციდან- ოცდაათ წუთამდე. რაც მეტ ხანს გაიჩერებთ უკეთესია. დოის გასვლის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ნელ- თბილი წყლით.

მარწყვში შემავალი მჟავები დაგეხმარებათ ნაოჭების დროს. ის ძალიან მდიდარია C ვიტამინით და ალფა ჰიდროქსი მჟავებით, რომლებიც ასუფთავებენ კანის მკვდარ უჯრედებს, ხელს უწყობენ მზისგან გაჩენილი ლაქების გაღიავებას და სახის კანს ანიჭებს გლუვ, სუფთა ფერს და ხელს უწყობს კანის ახალი უჯრედების ზრდას.

Facebook კომენტარები