მოიშორეთ ნაოჭები და მუქი ლაქები ამ ლოსიონით! ეს ჩეთვის საყვარელი საშუალებაა!
დღეს ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ საშუალება, რომლის დახმარებითაც მოვიშორე მუქი ლაქები.
ეს ლოსიონი მზადდება ლიმონის (ან ვაშლის სიდრი ძმარი) და ოხრახუშის ფოთლებით. ის დაგეხმარებათ კანის გათეთრებაში, სახიდან ჭორფლებისა და მუქი ლაქების მოცილებაში. მისი გამოყენების შემდეგ თქვენი კანი ჯანსაღი და მოვლილი იქნება.
ოხრახუში მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. ამ მცენარის წვენი შეიცავს მანგანუმითა და კალიუმით მდიდარ ეთერზეთებს.
ოხრახუში შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც
- სიცხის,
- საშარდე გზების დაავადებების,
- დიაბეტის,
- თვალის ანთების,
- თირკმელების დაავადების და
- იმპოტენციის სამკურნალო საშუალება.
ოხრახუში ყოველთვის ფასდებოდა კოსმეტიკურ საშუალებებში მისი ცნობილი რეგენერაციული და მათეთრებელი თვისებების გამო.
- ის შესანიშნავად ხსნის გაღიზიანებას, შეშუპებას და სიწითლეს.
- ასევე ათეთრებს კანს, აახალგაზრდავებს და ატონიზირებს მას.
- შესანიშნავია თვალების ირგვლივ დელიკატური უბნის სამკურნალოდ.
- ის ასევე ხელს უწყობს შავი წერტილების და აკნეს აღმოფხვრას.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ ეს ლოსიონი ოხრახუშის საფუძველზე სახლში და გამოიყენოთ როგორც ყოველდღიური სახის სამკურნალო საშუალება.
ოხრახუშის ლოსიონის რეცეპტი
მის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის სიდრი ძმარი
- 200 მლ წყალი
მომზადების მეთოდი ასეთია:
200 მლ მდუღარე წყალს დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი, ახალი ოხრახუშის ფოთოლი. გააჩერეთ ქვაბი დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ლოსიონი გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ გაციებას. გაცივების შემდეგ გაწურეთ ნარევი და შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის სიდრი ძმარი ან ლიმონის წვენი. მიღებული ლოსიონი ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
როგორ უნდა გამოიყენოთ:
გამოიყენეთ ეს ლოსიონი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს. ეს ლოსიონი შესანიშნავად ავიწროებს ფორებს სახეზე. ის ასევე გაასუფთავებს და გაათეთრებს კანს.
ოხრახუშის უნიკალური თვისებების წყალობით ლოსიონი ასტიმულირებს ნაოჭებისა და მუქი ლაქების გაქრობას. ცოტა ხნის შემდეგ თქვენ მიიღებთ სახის ლამაზ და ნათელ ფერს.
ლოსიონის რეგულარული გამოყენებისას სახეზე ლაქები მთლიანად გაქრება ერთი თვის განმავლობაში.
გამოიყენეთ ლოსიონი თვალების გარშემო!
თუ გსურთ თვალის ირგვლივ სიწითლისა და მუქი წრეების მოშორება, მოამზადეთ იგივე ლოსიონი, მაგრამ არ დაუმატოთ ლიმონის წვენი.
დაასველეთ მარლა ლოსიონში და დაიდეთ თვალებზე. გაიკეთეთ ეს პროცედურა დილით და საღამოს, გაიჩერეთ ბინტი თვალებზე 5 წუთის განმავლობაში. მეტი არაა საჭირო.