ერთხელ და სამუდამოდ მოიშორეთ შემაწუხებელი პაპილომები!! ეს ბევრს გამოადგება!

ადამიანის პაპილომავირუსი ძალზე გავრცელებულია. ჯანმო-ს მონაცემებით, ის კაცობრიობის დაახლოებით 80%-ს ეხება. მაგრამ ყველას ვისაც პაპილომავირუსი აქვს, არ აინტერესებს როგორ მოიშოროს იგი.

ბევრმა არც კი იცის ვირუსის შესახებ – დათრგუნული იმუნური სისტემის მიერ, ის რჩება პასიურ მდგომარეობაში, ელოდება შესაფერის მომენტს. როგორც კი იმუნური სისტემა ძალას კარგავს, გენიტალური მეჭეჭები, ბრტყელი პაპილომები, მეჭეჭები და სხვა წარმონაქმნები იწყება. ზოგჯერ ისინი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ხალებს. ყველაზე ხშირად, ასეთი დეფექტები ჩნდება კანის ხახუნის ადგილებში – საზარდულის არეში, ქალებში მკერდის ქვეშ, მკლავის ქვეშ, კისერზე და ა. შ.
იაფი ავიაბილეთები avia.geპაპილომას ვირუსის გააქტიურების მთავარი მიზეზები:

იმუნიტეტის შემცირება; საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადება; ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების ან ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მიღება; ხშირი სურდო და გაციება; ქრონიკული დეპრესია ან სტრესი; ალკოჰოლიზმი და თამბაქოს მოწევა; ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია; ციტოსტატისტიკის ან იმუნოდეპრესანტების მიღება.

ჩვენ გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს პაპილომას საწინააღმდეგოდ

ალოე

ალოე პაპილომას საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა. სამკურნალოდ მხოლოდ 3 წლამდე მცენარე გამოდგება. გამოყენების წინ, ალოე 1 კვირა არ მორწყოთ. ქვედა, ყველაზე სქელი ფოთოლი მოჭერით და 10 დღე მაცივარში შეინახეთ. 10 დღეში ალოეს ფოთოლი აიღეთ, გაჭერით, პაპილომაზე დაიდეთ და ბინტით ან ჩვეულებრივი სამედიცინო პლასტირით დაიმაგრეთ. სახვევი დღეში 3-4-ჯერ უნდა შეიცვალოთ. მკურნალობის კურსი მინიმუმ 7 დღეს წარმოადგენს. თქვენი პაპილომა უბრალოდ გაქრება!

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი თეთრებად ღირებული, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ პაპილომას მოსაშორებლად გამოიყენოთ. თუ სწორედ ამ ვარიანტს აირჩევთ, შედეგი შესამჩნევი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება. ბამბა დაასველეთ აბუსალათინის ზეთში და პაპილომაზე წაისვით, ამასთან თითით 5-7 წუთით შეიზილეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ.

ქრისტესისხლას ახალ დაწურული წვენი (სააფთიაქო ქიმიურ ნივთიერებასთან არ აგერიოთ!)

ქრისტესისხლას ღერო და ფოთოლი აიღეთ, ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში მოათავსეთ და წვენი გაწურეთ. აორთქლებით კრემის მსგავს კონსისტენციამდე მიიყვანეთ. ამ ექსტრაქტით პაპილომა დღეში 4-6-ჯერ შეიზილეთ.

ჩაის ხის ზეთი

ზეთი შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალებაა. ბამბის ჩხირი ზეთით გაჟღინთეთ და პაპილომას წაუსვით. ეცადეთ, რომ ზეთი ჯანმრთელ კანს არ მოხვდეს. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ, სანამ პაპილომა ბოლომდე არ გაქრება!

ყურადღება!

თუ პაპილომას მოშორება ქუთუთოდან ან ინტიმური ადგილებიდან გსურთ, ზეთი აუცილებლად წყალში ან ალოეს წვენში პროპორციით 1:1 უნდა გახსნათ.

სახეზე პაპილომას მოსაშორებლად, საკმარისია ჩაის ხის ზეთი თქვენს კოსმეტიკურ კრემს დაუმატოთ და პაპილომაზე დღეში 5-6-ჯერ წაისვათ.

ქრისტესისხლას წვენი არ გამოიყენოთ, თუ ნევროლოგიური დაავადება და ბრონქული ასთმა გაწუხებთ.

თქვენ დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

პაპილომა პერიოდულად ზიანდება ან ან მექანიკურ დაზიანებას განიცდის;
აღმონაცენი სწრაფად იზრდება; სასქესო ორგანოსთან განლაგებულია; ფერი, ზომა შეიცვალა, სისხლდენა დაიწყო და დისკომფორტს ქმნის.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია