აი, რა ხდება, როცა ფეხებს ვაშლის ძმარში ჩააწყობთ. ამას ვაკეთებ ყოველ საღამოს! ეს არის ჩემი ყველა დაავადების მკურნალი!
ვაშლის ძმარი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც უდავოდ ძლიერია. სურნელოვანი ძმარი შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია მოკლას მიკრობები და მავნე ბაქტერიები.
ვაშლის ძმრის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ უმკურნალოთ უამრავ დაავადებას..
ყელის ტკივილის დროს
შეურიეთ 1/4 ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა თბილი წყალი ერთმანეთს. სასარგებლოა ეს ნარევი ყელში გამოივლოთ სულ მცირე ავადმყოფობის დროს – ასეთი სავლების შემდეგ პირის ღრუს ყველა მავნე მიკრობი განადგურდება!
კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ
კრუნჩხვები ყველაზე ხშირად მიუთითებს კალიუმის დეფიციტზე. შეურიეთ ერთმანეთს 2 ს.კ. ძმარი 1 ჩ.კ. თაფლი და ერთი ჭიქა თბილი წყალი – თქვენ მიიღებთ კრუნჩხვის სამკურნალო საშინაო საშუალებას, რომელიც ავსებს ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობას! ძმარი ასევე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, სპილენძს და გოგირდს.
გულძმარვის საწინააღმდეგოდ
1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი შეურიეთ ცოტა წყალს. ეს ნარევი დაგეხმარებათ გულძმარვის მოცილებაში.
ქერტლის საწინააღმდეგო
ვაშლის ძმარი აძლიერებს თმას, ხდის მას ჯანსაღსა და ბზინვარეს. ძმარი ასევე კლავს ქერტლს! შეურიეთ 1/4 ჭიქა ძმარი და 1/4 ჭიქა წყალი ერთმანეთს, ჩამოიბანეთ თმა ამ ნარევით დაბანის შემდეგ. უფრო სწრაფი ეფექტისთვის შეგიძლიათ ძმრის ხსნარი თმაზე 15 წუთის განმავლობაში დაიტოვოთ. ქერტლი უკვალოდ გაქრება!
კანის ქავილის საწინააღმდეგოდ
თუ კანი უსიამოვნოდ გექავებათ, წაისვით ცოტა ძმარი დაზიანებულ ადგილზე ბამბის დისკის გამოყენებით. ატურალური ძმრის ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული თვისებები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ კანის სხვადასხვა დაზიანებებს!
მეჭეჭების საწინააღმდეგოდ
ვირუსული მეჭეჭების მოცილება შესაძლებელია მათზე დღიურად ვაშლის ძმრის წასმით. გააკეთეთ ეს რეგულარულად და შედეგს აუცილებლად ნახავთ!
ფეხის სუნის მოსაცილებლად
ყოველ საღამოს ვაშლის ძმრით აბაზანის მიღებისას დაივიწყებთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა ოფლიანობა და ფეხის უსიამოვნო სუნი! ძმარი ებრძვის ფეხის სოკოს ანტიმიკრობული თვისებების წყალობით.
შებერილობის საწინააღმდეგოდ
შებერილობის თავიდან ასაცილებლად, ჭამის წინ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ძმრით! ეს ნარევი ხელს შეუწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და მეტაბოლიზმის გააქტიურებას.
ობის საწინააღმდეგოდ
აბაზანაში და სარეცხი მანქანის შიგნით ფილებზე ხშირად ჩნდება ობი ნესტიანი გარემოს გამო. ძმარი ხელს შეუწყობს ობის მოცილებას ნებისმიერი ზედაპირიდან, შეგიძლიათ ტანსაცმელიც კი გარეცხოთ ძმრის დამატებით.
თეთრი ფარდა ძმრით გარეცხვის შემდეგ ნამდვილად თოვლივით თეთრი გახდება!
ავეჯზე ლაქების მოსაცილებლად
ავეჯზე, ხალიჩებსა და ქსოვილებზე ლაქები მომენტალურად იშლება ძმრით! როგორც ჩანს, მას შეუძლია ყველაფრის გაწმენდა… წაუსვით ძმრისა და მარილის ნარევი ქსოვილზე ან ხალიჩაზე, შეზილეთ ლაქა, გააშრეთ და მტვერსასრუტით გაასუფთავეთ. ლაქა გაქრება!