სწრაფად და ეფექტურად მოიცილეთ მეჭეჭები, მუქი ლაქები, შავი წერტილები და პაპილომები

ეს არის ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება კანის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ!

ბევრი ადამიანი მუდმივად ებრძვის კანის სხვადასხვა პრობლემებს, როგორიცაა აკნე, მეჭეჭები და მუქი ლაქები.

ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ მათი მოგვარება სრულიად ბუნებრივი გზით შეიძლება. აქ არის ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებები კანის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ:

მოდით დეტალურად გავიცნოთ იგი..

მეჭეჭები

მეჭეჭები ზოგადად გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით, ანუ HPV. მეჭეჭების მკურნალობა მარტივად შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასობით განსხვავებული ტიპი. მეჭეჭებისგან თავის დასაღწევად დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ვაშლის ძმარი და დააფარეთ ბინტი. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ.

პაპილომა

პაპილომების არსებობა, როგორც წესი, ტანსაცმლის ხახუნის შედეგია. მის მოსაცილებლად თქვენ უნდა დაასველოთ ბამბის ფირფიტა ვაშლის ძმარში ან ხის ზეთში და წაისვით პაპილომის ადგილზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე, სანამ არ მოშორდება კანს. თუ ვაშლის ძმრის ნაცვლად ხის ზეთს იყენებთ, ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, ამიტომ პროცედურა 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმეოროთ.

ასაკობრივი ლაქები

ასაკობრივი ლაქები ხშირად მზეზე გადაჭარბებული ზემოქმედების შედეგია. ლიმონი ძალიან ეფექტური მათეთრებელი საშუალებაა, ამიტომ მუქი ლაქების გასანათებლად კანზე უნდა წაისვათ ლიმონის წვენი. ამის შემდეგ წაისვით მზისგან დამცავი საშუალება.

ხალები

დაჭერით ნიორი და მოათავსეთ ხალზე. დატოვეთ იმოქმედოს 4 საათის განმავლობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი ხალების მოსაშორებლად, მაგრამ ნიორი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

აკნე

შავი წერტილების მოსაშორებლად საჭიროა სუფთა ფორები. ამგვარად, ფორების გასახსნელად სახე ორთქლზე უნდა გააჩეროთ რამდენიმე წუთი და შემდეგ წაისვათ ვაშლის ძმარი (100% ნატურალური). ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ქოქოსის ზეთი.

Facebook კომენტარები