სახეზე ფორები 3 დღეში გაქრება, თუ 4 ეფექტური ნიღბიდან ერთ-ერთს მაინც გამოიყენებთ! გთავაზობთ 4 ნატურალურ რეცეპტს..

ჩვენს კანს მილიონობით ფორები აქვს. ჩვეულებრივ, ისინი ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ წლების განმავლობაში ისინი იწყებენ გამოჩენას. ამის გამო სახის კანი ფუჭდება.

საბედნიეროდ ამ პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს! თქვენს ყურადღებას გადავიტანთ ნატურალურ ნიღბებზე!

აქ არის 4 ყველაზე ეფექტური:

1. ვაშლის ძმრის მატონიზირებელი საშუალება

1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 6 სუფრის კოვზი წყალი უნდა აურიოთ სპრეის ბოთლში. წაისვით სახეზე და გააშრეთ. შემდეგ დაატენიანეთ ნებისმიერი კრემით. ვაშლის ძმარი ძალიან ეფექტურია კანის ფორების გასამკვრივებლად, ის ახდენს კანის pH-ის ნორმალიზებას და იცავს ინფექციებისგან.

2. ალოეს ღამის კრემი

წაისვით ალოე ვერას გელი თქვენს სახეზე ღამით. დილით ჩამოიბანეთ. გელი ასუფთავებს და კვებავს კანს, შლის ცხიმს და ჭუჭყს ფორებიდან, აქვს გასამკვრივებელი და მატონიზირებელი ეფექტი.

3. სოდა სკრაბი

შეურიეთ საცხობი სოდა და წყალი თანაბარი პროპორციით, შემდეგ წაისვით სახეზე. შეიზილეთ კანში ერთი წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. არ გამოიყენოთ 3-4 დღეში ერთხელ. პროცედურის შემდეგ აუცილებლად დაიტენიანეთ კანი თქვენთვის სასურველი დამატენიანებელი კრემით. მეთოდი ასევე შესანიშნავია აკნეს მოსაშორებლად.

4. კვერცხის ცილის ნიღაბი

შეგიძლიათ უბრალოდ კვერცხის ცილა წაისვათ სახეზე, მაგრამ თუ არ გსიამოვნებთ მისი სუნი, მაშინ გირჩევთ ამ რეცეპტს, რომელიც შესანიშნავია ფორების გასამკვრივებლად!

ამ ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ერთი ცალი კვერცხის ცილა;
  • ორი სუფრის კოვზი შვრიის ფაფა
  • ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება ასე ხდება:

აიღეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელი და მასში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი. აურიეთ კარგად, რომ მიიღოთ  გლუვი მასა. მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე ნახევარი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით.

Facebook კომენტარები