გააკეთეთ კუნელის ნაყენი! ის გულის უებარი წამალია..
კუნელი ძალზე ძვირფასი მცენარეა. ის მეტად პოპულარულია არა მხოლოდ ტრადიციულ (ხალხურ), არამედ თანამედროვე (კლასიკურ) მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე – ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.
კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას – ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები – კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე – ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.
ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი.
აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი დადებით გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.
ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.