ეს საოცარი პროდუქტები აქრობს ნაოჭებს მკერდზე და კისერზე, მაშინვე იგრძნობთ ახალგაზრდობას, ქალბატონებო!
კისერზე და დეკოლტეზე პირველი ნაოჭების გაჩენა ნამდვილი კატასტროფაა მრავალი ქალისთვის. ამ ნაოჭების გამო შეიძლება ვეღარ ჩაიცვათ თქვენთვის საყვარელი კაბა.
როგორ გავასწოროთ არასასურველი ნაოჭები
რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ შეძლებთ ნაოჭების სრულად მოშორებას, მაგრამ შეგიძლიათ მიმართოთ ბუნებრივი საშუალებების დახმარებას. ისინი ასტიმულირებენ კოლაგენის გამომუშავებას, არბილებენ ნაოჭებს და ატენიანებენ კანს. დღეს ჩვენი რედაქტორები გაგიზიარებენ ეფექტური ნიღბების რეცეპტებს კანის აღდგენისა და ელასტიურობის აღდგენისთვის. სხვათა შორის, ისინი ძალიან ეკონომიურია.
ნიღაბი ლუდის საფუარის საფუძველზე
ამის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია
- 100 გრ ნატურალური იოგურტი
- ერთი სუფრის კოვზი მშრალი ლუდის საფუარი
- ერთი სუფრის კოვზი გაღივებული ხორბლის მარცვლების ზეთი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი გლუვი მასის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი კისერზე და დეკოლტეზე, დატოვეთ პროდუქტი 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს კვირაში 3-ჯერ.
ბანანის და მუშკის ვარდის ეთერზეთის ნიღაბი
საჭირო ინგრედიენტები:
- ერთი ცალი ძალიან მწიფე ბანანი
- ერთი სფრის კოვზი სამურაბე ვარდის ეთერზეთი
ჯერ მოამზადეთ ბანანის პიურე, შემდეგ დაამატეთ მას ეთერზეთი და კარგად აურიეთ ნარევი. წაისვით ნიღაბი კისერზე და დეკოლტეზე. გააჩერეთ პროდუქტი 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურების კურსი კვირაში 3-ჯერ.
თაფლისა და ავოკადოს ნიღაბი
მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია
- 100გრ ავოკადოს რბილობი
- ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
ავოკადოდან ამოიღეთ რბილობი და დაჭყლიტეთ ჩანგლით, შემდეგ დაამატეთ ნატურალური თაფლი. ყველაფერი აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. წაისვით ნიღაბი კისერზე და დეკოლტეზე მასაჟის მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ. მსუბუქი მასაჟის შემდეგ დატოვეთ პროდუქტი 15 წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ამ სამი რეცეპტიდან რომელიმეს გამოყენების შემდეგ, დამერწმუნეთ, შედეგი ნამდვლიად სასიამოვნო იქნება.
არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს ეფექტური ნიღბების რეცეპტები - ისინი მადლობელი იქნებიან!