მწვანე ჩაი, დარიჩინი და დაფნის ფოთოლი. ეს კომბინაცია ხელს უწყობს წონის შემცირებას.. ეს უნდა სცადო!

გაზაფხულის სეზონი უფრო და უფრო გვიახლოვდება, ამასთან ერთად ქალები სულ უფრო და უფრო ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ დაიკლონ წონაში და მოიპოვონ ოცნების ფიგურა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წონის დაკლების ყველაზე ეფექტურ მეთოდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ეს მეთოდი გულისხმობს ხელნაკეთი ჩაის დალევას. ამ ხელნაკეთი ჩაის დღეში სამი ჭიქის დალევა ხელს უწყობს წონის დაკლებას, განსაკუთრებით ისეთ კრიტიკულ წერტილებში, როგორიცაა მუცელი, ბარძაყები და დუნდულები.

ჩაის მოსამზადებლად საჭიროა:

  • მწვანე ჩაი,
  • დარიჩინი და
  • დაფნის ფოთოლი.

მომზადება:

800 მლ წყალი ჩაასხით ქვაბში და დადგით გაზქურაზე. აადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ მას დარიჩინის ჯოხი, სამი დაფნის ფოთოლი და ერთი კოვზი მშრალი მწვანე ჩაი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთი, დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ.

მიღება:

დალიეთ პირველი ჭიქა ჩაი უზმოზე. მეორე დალიეთ საუზმის შემდეგ, ხოლო მესამე ძილის წინ. პირველი შედეგები შესამჩნევი იქნება ერთი კვირის შემდეგ.

ამ სასმელის სამივე ინგრედიენტი შესანიშნავად შთანთქავს ცხიმს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ცხადია, რომ მეტაბოლიზმის დაჩქარებისა და წონის დაკლების ნებისმიერ მცდელობას თან უნდა ახლდეს დაბალანსებული დიეტა და ვარჯიში.

რაც შეეხება მეტაბოლიზმს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მისი დაჩქარების საუკეთესო დროა დილით ადრე, გაღვიძებისთანავე.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია