ჩემი კანი დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი მშვენიერი! მინდა სულ მას შევეხო…

ყველა ქალს სურს გამოიყურებოდეს ლამაზად და მიმზიდველად. საბედნიეროდ, ამისთვის არ გჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა ძვირადღირებულ კოსმეტიკას საყიდლად ან სალონებში სასიარულოდ.

მე მოვაგროვე თქვენთვის 10 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა, რომლის წყალობითაც ყოველთვის შესანიშნავ მდგომარეობაში შეინარჩუნებთ თავს.

  1. შეშუპების სამკურნალო საშუალება

გახსენით მარილი წყალში: დაახლოებით 2 ს. კ. 250 მლ წყალზე. ხსნარი უნდა იყოს ძალიან კონცენტრირებული. დაასველეთ მასში პირსახოცი და წაისვით სახეზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შეშუპება გაქრება და სახე ახალ იერს მიიღებს.

2. შეშუპებული ტუჩები

წაისვით ცხიმიანი კრემი ან ლოსიონი ტუჩებზე. ვაზელინი ან ზეითუნის ზეთი ასევე შესანიშნავია. აიღეთ კბილის რბილი ჯაგრისი და შეიზილეთ ტუჩები 1 წუთის განმავლობაში. ახლა თქვენი ტუჩები გლუვი და მოქნილი იქნება.

3. მბზინავი და დატენიანებული კანი

თუ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ არსებობს მისი რეაბილიტაცია და ტენიანობით შევსების საშუალება. ოდნავ გაათბეთ კანი და შეიზილეთ ზეითუნის ზეთით. გააკეთეთ ეს 7 წუთის განმავლობაში. საუკეთესო შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა ყოველ 5-6 დღეში.

4. მოიშორეთ გამონაყარი

თუ გაწუხებთ აკნე, მაშინ შეგიძლიათ შეამციროთ მისი გამოვლინება და მოამზადოთ კანი მაკიაჟისთვის თაფლის გამოყენებით. გაიწმინდეთ სახე და წაისვით თაფლი 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რა თქმა უნდა, აკნეს კანის ამ გზით განკურნება არ გამოდგება და ამ დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე, ამის გაკეთება სახლში შეუძლებელია. მაგრამ კანი ნაკლებად გაღიზიანებული იქნება.

5. უეცარი აკნე

თუ თქვენს კანს აქვს მცირე ანთება, რომელიც აფუჭებს მთელ იერს, შეგიძლიათ მოიცილოთ იგი თვალის კოსმეტიკური წვეთების დახმარებით. წაუსვით მცირე რაოდენობით ბამბის დისკზე და შედეთ მაცივარში 5 წუთით. შემდეგ დაიდეთ ანთების ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენი საძულველი აკნე ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

6. მაკიაჟის მოცილება

მოამზადეთ ეფექტური მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება. შეურიეთ ზეითუნის ზეთი და მინერალური წყალი 1:3 თანაფარდობით. მიცელარული წყალი ზეთებით მზად არის! აშორებს თუნდაც წყალგამძლე მაკიაჟს და კვებავს კანს.

7. ჩაზრდილი თმა

ძალიან მარტივია სკრაბის გაკეთება, რომელიც მოხსნის ჩაზრდილ თმას. პატარა თასში აურიეთ 1 ჩ. კ. საცხობი სოდა, ამდენივე შვრიის ფაფა და 1 ს. კ. წყალი. აურიეთ და გაიხეხეთ ის ადგილი სადაც ჩაბრუნებული თმა გაქვთ, შხაპის ქვეშ 5 წუთის განმავლობაში.

8. მოიშორეთ “ჩანთები”თვალების ქვეშ

დაამატეთ 1 ჩ. კ. საცხობი სოდა ჭიქა წყალში ან ჩაიში. კარგად აურიეთ და დაასველეთ ხსნარში ბამბის ბალიშები. დაიდეთ ჩანთებზე 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით თქვენი ყოველდღიური დამატენიანებელი. გაგიკვირდებათ, რამდენადეფექტური იქნება.

9. მბზინავი თმა

ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 1 ბანანი, 1 ს. კ. თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით ნარევი თმაზე 1-2 საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ. თქვენი თმა ჯანმრთელობას ასხივებს.

10. გრძელი წამწამები

შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი 3 წვეთი ლავანდის ეთერზეთთან. წაისვით პროდუქტი წამწამების მთელ სიგრძეზე ძილის წინ კვირაში 3-ჯერ.

ეს მეთოდები მართლაც საოცარ შედეგებს იძლევა. თუ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, მაშინ თქვენი გარეგნობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არ დაიზაროთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე ყოველთვის, სეზონისა და განწყობის მიუხედავად.

გვითხარით კომენტარებში თუ გაქვთ პატარა ხრიკები, რომლებიც სილამაზის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

Facebook კომენტარები