მე ფრჩხილები ჟელატინის ხსნარში მოვათავსე. ამის წყალობით დავივიწყე მტვრევადი და რბილი ფრჩხილები..
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ძლიერი და ლამაზი ფრჩხილები! და ამისთვის სულაც არ არის საჭირო სილამაზის სალონებში სიარული. რეგულარული ეფექტური მოვლა შესაძლებელია დამოუკიდებლად განახორციელოთ სახლში, ამით თანხასაც და დროსაც დაზოგავთ.
ფრჩხილების გაძლიერება სახლში
ჟელატინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ აღადგინოთ სიმტკიცე თქვენს ფრჩხილებზე. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ეს არის ძვლოვანი ქსოვილის საფუძველი, ცილა ასევე ფრჩხილების ნაწილია.
ჟელატინის რეგულარული გამოყენება კოსმეტიკური პროცედურების დროს ხელს შეუწყობს ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას, თავიდან აიცილებს მათ დაშლას და მტვრევადობას. გარდა ამისა, ჟელატინი შეიცავს სასარგებლო ამინომჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ფრჩხილების ზრდასა და მდგომარეობაზე.
ჩვენ მოგიმზადეთ 3 მარტივი ხალხური საშუალება, რომელიც სასწაულებს ახდენს!
რეცეპტი #1
ამ რეცეპტის მსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 ს. კ. ჟელატინის გრანულები
- 1 ს. კ. თბილი ადუღებული წყალი
მომზადება
მოათავსეთ ჟელატინი სუფთა კონტეინერში და დაამატეთ წყალი. თუ გრანულები არ დაიშალა, ნარევი ჩადეთ წყლის აბაზანაში. განუწყვეტლივ ურიეთ, მიიყვანეთ მასა ერთგვაროვან მდგომარეობაში. შემდეგ მოათავსეთ ფრჩხილები მომზადებულ მასაში და გააჩერეთ იქ 15-20 წუთის განმავლობაში.
გააკეთეთ ეს პროცედუა კვირაში 3-4 ჯერ, კურსის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი თვეა. პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ პრეპარატი კვირაში ერთხელ.
რეცეპტი # 2
დაგჭირდებათ:
- 3 ს. კ. ახალი რძე
- 2 ჩ.კ. ჟელატინის გრანულები
- 1/2 ჩ.კ ლიმონის წვენი
მომზადება
მოათავსეთ ჟელატინი რძეში და დატოვეთ თბილ ადგილას სახურავის ქვეშ, გააჩერეთ რადენიმე წუთი. ამ დროის განმავლობაში ჟელატინის გრანულები შესივდება. მიღებული მასა ჩადეთ წყლის აბაზანაში და მორევით მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე, არ დააფაოთ თავზე. შემდეგ მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ეთერზეთი). მზა პროდუქტი წაისვით თანაბარ ფენად თითოეულ ფრჩხილზე. დაიბანეთ ხელები დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ.
რეცეპტი #3
დაგჭირდებათ
- 3 ს.კ. ახალი რძე
- 2 ჩ.კ ჟელატინის გრანულები
- 1/2 ჩ.კ ხახვის წვენი
მომზადება
მოათავსეთ ჟელატინის გრანულები რძესში და დატოვეთ თბილ ადგილას. დააფარეთ სახურავი, აელოდეთ რამდენიმე წუთი, რომ ჟელატინი შესივდეს. მიღებული მასა ჩადეთ წყლის აბაზანაში და მორევით მიიყვანეთ ერთგვაროვან მდგომარეობაში. მასას დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ხახვის წვენი. გამოიყენეთ მზა პროდუქტი, როგორც მალამო თითოეული ფრჩხილისთვის. ოცი წუთის შემდეგ, ხელები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით.
ამ აპრობირებული მეთოდების გამოყენებით, თქვენ არა მხოლოდ გააუმჯობესებთ ხელებს, არამედ დაივიწყებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მტვრევადი ფრჩხილები და ფრჩხილების აქერცვლა.
გირჩევთ შეინახოთ ეს რეცეპტები და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ისინი თქვენს მეგობრებს.