არ გადააქციოთ ბრინჯის ნახარში, ის ძალიან სასარგებლო სითხეა! არც კი იცით რისთვის შეგიძლიათ მისი გამოყენება..

ბრინჯის წყალი საუკუნეების განმავლობაში პოპულარული იყო იაპონიაში, რადგან მას იყენებენ კანის მოვლისთვის, ასევე თმისა და ფრჩხილების სწრაფი ზრდისთვის.

არ არის საჭირო ფულის დახარჯვა სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებზე, რადგან თმის სტრუქტურის გაუმჯობესება შესაძლებელია სახლში მომზადებული ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.

ამის გამოყენების შემდეგ ეს თქვენი ახალი იარაღია გახდება უფრო ლამაზი კანისა და თმის მისაღებად.

ამ საშუალების მოსამზადებლად ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის…

  • ქვაბი,
  • წყალი და
  • ბრინჯი.

მომზადების მეთოდი:

ბრინჯი გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი. ქვაბი დადგით გაზქურაზე და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. რიდესაც ბრინჯი მოიხარშება გადაწურეთ და სითხე შეინახეთ მინის ჭურჭელში.

ბრინჯის წყალი კვებავს თმას

გამოიყენეთ ბრინჯის წყალი თქვენი თმის დასაბანად. მაგრამ თქვენ უნდა გააჩეროთ ბრინჯის წყალი ერთი-ორი დღის განმავლობაში. ამ დროს მატულობს მჟავიანობა და ვითარდება ანტიოქსიდანტები, ეს ყოველივე თქვენს თმას ბზინვარებას მიანიჭებს. ამიტომ, რეგულარული დაბანის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ბრინჯის წყლით.

ბრინჯის წყალი წყვეტს საჭმლის მონელების პრობლემებს

თუ შებერილობა გაწუხებთ, პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ერთი ჭიქა ბრინჯის წყლის მიღებით. ვინაიდან ის შეიცავს სახამებელს, ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას – ეს არის ჯანსაღი და კარგი გზა საჭმლის მომნელებელი პრობლემების მოსაგვარებლად.

ბრინჯის წყალი კარგია პრობლემური სახისა და აკნეს დროს

დილით ან საღამოს დაასველეთ ბამბა ბრინჯის წყალში და ნაზად შეიზილეთ პრობლემური ადგილები სახეზე ან სხეულზე. წყალი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც კარგად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და ამშვიდებს კანს.

Facebook კომენტარები