ბებია ამ ნიღაბს ყოველ კვირას იყენებს. მისი დამსახურებით ის ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება..

იაპონელი ქალები საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ ბრინჯის სასარგებლო შემადგენლობით. მათი სილამაზის საიდუმლო ბუნების ამ მარტივ საჩუქარშია.

ბრინჯი არის ლინოლეინის მჟავისა და სკალენის საოცარი წყარო, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ანელებს კანზე ნაოჭების წარმოქმნას და იცავს მას მზის უარყოფითი გავლენისგან.

ბრინჯი ასევე სავსეა ვიტამინით E და გამა-ორზინოლით, რომელიც ცნობილია გულის დასაცავად და სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებით.

სამწუხაროდ, იაპონელების გარდა, ადამიანების უმეტესობამ არ იცის ეს ფაქტები. ბრინჯს ნამდვილად შეუძლია სასწაულების მოხდენა, როდესაც საქმე ეხება გაახალგაზრდავებას.

გთავაზობთ, გააკეთოთ ეს სუპერ მარტივი სახის ნიღაბი, რომელიც გააუმჯობესებს მის ფერს და არბილებს ნაოჭებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი ბრინჯი;
  • 1 სუფრის კოვზი რძე;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი.

როგორ მოვამზადოთ:

მოხარშეთ და გაწურეთ ბრინჯი. შეინახეთ წყალი, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ. ფაფას დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თბილი რძე და ერთი სუფრის კოვზი თხევადი თაფლი. კარგად ამოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

წაისვით თქვენს მიერ მომზადებული ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ სახეზე იმდენ ხანს, სანამ მთლიანად არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.

ბრინჯის წყალს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი ასევე ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქების მოცილებას და კანის ანთებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მზის აბაზანების მიღებამდეც: ატენიანებს კანს და იცავს მას ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან.

ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია ბრინჯის ნიღბის წასმა კვირაში ერთხელ მაინც. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე და თქვენი სახის კანი ისეთ იერს მიიღებს, როგორც 10 წლის წინ.

Facebook კომენტარები